27 წლის სპორტსმენის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

ბექა ონიანს, – ფუტსალის მოთამაშეს, – 16 მაისს დაესხნენ თავს თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის ხელოვნურ კომაშია.
ამ საქმეზე ივა ტყეშელაშვილი პოლიციამ კვირას, 18 მაისს დააკავა და ბრალი წარუდგინა.
19 მაისს კი მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მას პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
ინფორმაცია ბექა ონიანზე თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. ოჯახის ცნობით, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
მედია ციტირებდა დაზარალებულის, ბექა ონიანის დედას, ნინო შერმადინს, რომელიც ამბობდა, რომ დაპირისპირება სხვა მოთამაშეებს შორის დაიწყო ფუტსალის (დარბაზის ფეხბურთი) თამაშისას. „ჩემი შვილი არის ფუტსალის „დინამოს“ მოთამაშე, გუშინ ჰქონდათ თამაში თსუ-ის გუნდთან“, – ამბობდა ის.
მისივე ცნობით, 16 მაისს, საღამოს, სიტყვიერი ინციდენტი მალე ამოიწურა, თუმცა თამაშის დასრულების შემდეგ ბექა ონიანს პარკინგზე დახვდა მოწინააღმდეგე გუნდის წევრი და სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში სცემა.
„როგორც ვიცი, კამერაში ჩანს, როგორ მიდის ეს პიროვნება, ურტყამს ხელს… ტრავმა ისეთია, რომ ცარიელი მუშტით ასეთ ტრავმას ვერ მიაყენებდა“, – ამბობდა დედა.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ბატიაშვილი – პერსპექტივა, რომ ისრაელ-ირანის ომში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთოს, ძალზედ რეალურია – თუ ეს მოხდა, კიდევ უფრო მოიმატებს ესკალაცია და კიდევ უფრო ფეთქებადსაშიში გახდება ყველაფერი, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ხდება

ირაკლი კობახიძე – რაც ჩორჩანაში მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როცა სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი – გიორგი გახარიამ საერთოდ არავინ ჩააყენა საქმის კურსში და ეს თავისთავად ეჭვებს აჩენს