„2030 წლამდე ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა იქნებ გავაორმაგოთო. ძალიან დაბალი თამასაა“

გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ის იმედს გამოთქვამდა, რომ 2030 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა გაორმაგდება.

„2030 წლამდე ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა იქნებ გავაორმაგოთო. ძალიან დაბალი თამასაა.

2-ჯერ ამაზე მდიდარი რაც ვართ, ნიშნავს რომ ვიქნებით 5-ჯერ ღარიბი ვიდრე დღევანდელი საფრანგეთი და 10-ჯერ ღარიბი ვიდრე დღევანდელი შვეიცარია (ნომინალური მშპ-თი) 2030 წელს!

თუმცა, ეს შედეგი რომ დავდოთ, გვჭირდება 6%-იანი საშუალო წლიური ზრდა. ჯერჯერობით, წინა 5 წლის საშუალო – 4%-ც კი არ გვაქვს. გასაგები რომ იყოს რა მასშტაბის ჭაობში ვართ“, – წერს ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.

">