2024 წელს ზაკერბერგის ქონება $201 მლრდ-მდე გაიზარდა

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ზაკერბერგის პირადი ქონება 73,4 მილიარდი დოლარიდან 201 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია finance.yahoo-მ გაავრცელა. ამ მონაცემებით, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მეოთხე უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში. ის მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის სიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა ილონ მასკის, ჯეფ ბეზოსის და ბერნარ არნოს შემდეგ.