NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კახა კალაძე: საქართველო არ იყიდება, ეს ყველამ დაიმახსოვროს – ნეტავ, ვინმემ რამე გაბედოს, კანონის ფარგლებში ყველა მიიღებს პასუხს

კახა კალაძე: საქართველო არ იყიდება, ეს ყველამ დაიმახსოვროს – ნეტავ, ვინმემ რამე გაბედოს, კანონის ფარგლებში ყველა მიიღებს პასუხს

20 სექ 2023 პოლიტიკა 145 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენოს, საქართველო არ იყიდება, ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს – ნეტავ, ვინმემ რამე გაბედოს, ყველა კანონის ფარგლებში მიიღებს შესაბამის პასუხს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე საუბრისას განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლება ვიღაცებისთვის არ არის მისაღები, ვინაიდან, საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც დათმობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მოსახლეობის ხარჯზე.

„ძალიან ბევრია ცხადი, ჩვენ პირდაპირ განცხადებებს ვისმენთ აღნიშნულთან დაკავშირებით, პირდაპირ ქმედებებსაც ვაკვირდებოდით, ყოველთვის არის იმის მცდელობა, რომ ქვეყანაში დაძაბულობა და არეულობა შემოიტანონ.

დღევანდელი ხელისუფლება ვიღაცებისთვის არ არის მისაღები, იმიტომ, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დათმობს და გაატარებს სხვა კონკრეტული ქვეყნის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე.

არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გამოიყენოს „საზარბაზნე ხორცად“, საქართველო არ იყიდება, ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს, ვინც არ უნდა იყოს ეს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, თუ ასე შემდეგ. საქართველო არ და ვერ გაიყიდება.

მეორე დღეა, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქილიკი და დისკრედიტაციის მცდელობა იმ უწყების მისამართით, ვინც აღნიშნულზე განცხადებები გააკეთა. ეს მიზანმიმართულად ხდება, ცდილობენ გააუფერულონ აღნიშნული განცხადება, ისევ მოგვევლინებიან ხოლმე, რომ ასეთ რამეს „როგორ იკადრებენ და გაბედავენ”. ნეტავ, ვინმემ რამე გაბედოს, ყველა კანონის ფარგლებში მიიღებს შესაბამის პასუხს. როდესაც ამ ადამიანებზე ვსაუბრობთ, გაიხსნეთ მათი წარსული, ვინ არიან ეს ადამიანები. ადამიანი, როდესაც პოლიტიკაში ხარ და ასეთ რაღაცას იკადრებ… დავიწყოთ ოჯახების გაუბედურება, რა ხდებოდა ციხეებში, ბიზნესის მიმართ რა ხდებოდა, ციხეებში პატიმრების დამცირება მიმდინარეობდა, მანქანებზე გადასკოჩილებს აუპატიურებდნენ. როდესაც ამას კადრულობ და ამის გამკეთებელი ხარ, ცხადია, ყველაფერზე წამსვლელი ხარ. ღირსეული ადამიანი და პოლიტიკოსი რომ იყო, ამას არ აკადრებდი არც ქვეყანას და არც მოსახლეობას. დღეს ისინი იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებიან, სადაც დღეს ჩვენი მოსახლეობამ მიუსაჯა, თუ ვინმე გაბედავს, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას, თუ ვინმე გაბედავს არეულობის და რევოლუციის მოწყობას, ამას შესაბამისი პასუხი მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

კომენტარები

TOP კახა კალაძე 2023-09-20
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კახა კალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსეთის პატრიარქი: ვლოცულობ და ღმერთს ვთხოვ მთიანი ყარაბაღის მიწაზე მშვიდობა დამყარდეს

შემდეგი სტატია

ზოდიაქოს უნიკალური და გამორჩეული ხასიათის მქონე ნიშნები

მსგავსი სტატიები

ყველას მოვუწოდებ, ოდირის დასკვნა ბოლომდე წაიკითხონ, მაშინ მე-5 რაუნდი შედეგიანი იქნება

ყველას მოვუწოდებ, ოდირის დასკვნა ბოლომდე წაიკითხონ, მაშინ მე-5 რაუნდი შედეგიანი იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 07 თებ 2020
პრემიერი პრეზიდენტის წინადადებაზე: „მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ“

პრემიერი პრეზიდენტის წინადადებაზე: „მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ“

სოსო ელისაშვილი 17 ოქტ 2018

„მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც გაბედავს არასწორი ნაბიჯები გადადგას“

13 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge