“ივანიშვილი არღვევს აშშ-ის სანქციებს იმით, რომ ახლახანს სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს მის ანგარიშებზე წვდომის უფლებას აძლევს საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით. ივანიშვილი აკონტროლებს არა მხოლოდ ყველა ინსტიტუტს, არამედ იცავს საკუთარ თავს და მის ქვეშევრდომებს საერთაშორისო პასუხისმგებლობისგან, ხოლო საქართველოს უბიძგებს რუსეთისკენ და აშორებს მას დასავლეთისგან”, – წერს ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია Twitter-ზე.
ინფორმაციისთვის, სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია.
აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას თავად ეროვნული ბანკი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.
კომენტარები