NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კალაძე: აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს, თუმცა …

კალაძე: აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს, თუმცა …

19 სექ 2023 პოლიტიკა 120 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მედიის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას მოჰყვეს აქციები, თბილისის მერი კახა კალაძე პასუხობს, რომ ზოგადად აქცია, როგორც პროტესტის ფორმა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია.

„აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს. ეს ხომ გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, რომ შენი პროტესტი დააფიქსირო რამეზე, მაგრამ, როდესაც შენ ეს პროტესტი გადაგყავს პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში, ადამიანების ცოცხლად დაწვაში და შემდეგ, მომდევნო დღეების განმავლობაში ამართლებ ამ ყველაფერს, ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან დიდი დანაშაული. ამიტომ ვამბობ, ჩვენ ვიცით, ეს ადამიანები რისი მკადრებლები არიან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა კარგად ხედავს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

„საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა ყველანაირი კრიტერიუმით, თუმცა მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილება. შემდეგ თვითონვე ამბობდნენ, გახსოვთ მათი განცხადებები, რომ არ იყო სწორი, საქართველოს კანდიდატის სტატუსი რომ არ მიანიჭეს. ეს გადაწყვეტილება გამიზნული იყო იმისთვის, რომ შემდეგ ეს საკითხი გამოეყენებინათ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად იმ აქტორებს, ვინც აორგანიზებს და ხელს უწყობს იმას, რომ საქართველოში მოხდეს გადატრიალება და ხელისუფლების ცვლილება ყველანაირი მეთოდით. მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, რა ხდება ქვეყანაში, რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

TOP კახა კალაძე 2023-09-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კახა კალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახა კალაძე: სააკაშვილის „შემოგდება“ ქვეყანაში, როგორც „განუბაჟებელი ტვირთი“, ვის მიზნებს ემსახურებოდა?

შემდეგი სტატია

ალეკო ელისაშვილი: თუ ამათ „ევრომაიდნამდე“ მიიყვანეს საქმე, მეც ქუჩაში გავალ და ნებისმიერი სახით ვიბრძოლებ – გადასატრიალებლებიც არიან და ყველაფერიც

მსგავსი სტატიები

ხელისუფლება აგონიაშია” – ოპოზიცია ამბოხების მუხლით გამოძიების დაწყებას აფასებს

ხელისუფლება აგონიაშია” – ოპოზიცია ამბოხების მუხლით გამოძიების დაწყებას აფასებს

ირაკლი შალიკაშვილი 05 ივლ 2019

კახა კალაძე: თბილისი იქნება სიყვარულით, სიკეთით, სიცოცხლით სავსე ქალაქი

15 დეკ 2017
„ამათ უნდათ, რომ თაფლი წამისვან და დამხრუკონ მზეზე“ – მუხრან ბურჭულაძემ შიმშილობა დაიწყო

„ამათ უნდათ, რომ თაფლი წამისვან და დამხრუკონ მზეზე“ – მუხრან ბურჭულაძემ შიმშილობა დაიწყო

15 სექ 2017

უახლესი ამბები

  • თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

    თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

  • ლევან ხაბეიშვილი: თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა – ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა

    ლევან ხაბეიშვილი: თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა – ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა

  • შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, წელს, ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

    შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, წელს, ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

  • მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

    მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

  • საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

    საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

  • მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

    მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

  • წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

    წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

  • ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

    ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge