NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»თინა კანდელაკი: …მეორე ჯამბაზი – ფაშინიანი, ჩვენს თვალწინ კარგავს ყველაფერს

თინა კანდელაკი: …მეორე ჯამბაზი – ფაშინიანი, ჩვენს თვალწინ კარგავს ყველაფერს

19 სექ 2023 საზოგადოება 216 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ტელეგრამის საკუთარ არხზე ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თამაში დაასრულა“.

„ყარაბაღში ისევ ომი დაიწყო. ყველას კარგად გვესმის, რაც ხდება. ნიკოლ ფაშინიანმა თამაში დაასრულა. თქვენ იცით, რომ საქართველოში იყო ერთი ისეთი ჯამბაზი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და მას სააკაშვილი ჰქვია. ის მთელი თავისი მმართველობის პერიოდში ებრძოდა საქართველოს და დასავლეთის მარიონეტების ბრძანებით ომი დაიწყო.

მაშინ საქართველომ აფხაზეთის და ოსეთის გადარჩენის ფასად შეძლო ქვეყნის გადარჩენა. დღეს კი ის ობიექტურად განვითარების პიკზეა როგორც გეოპოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად.

აგერ მეორე ჯამბაზი, ფაშინიანი ახლა ჩვენს თვალწინ კარგავს ქვეყანას. არის ახლა ამერიკის შეერთებული შტატები? ზელენსკი ახლა გაგზავნის ჯარს მოძმე სომხეთის დასაცავად? რა თქმა უნდა არა. როგორც ვხედავთ, ბიძია სემთან ფლირტი არ არის კარგი. ომი დაიწყო და ეს ომი გარდაუვალი იყო

თუ ვინმე მოახერხებს დიდი სომხეთის განადგურებას, ეს იქნება ფაშინიანი. ვნახოთ, ვინ დაეხმარება მას მიმდინარე ომში. და ვის სთხოვს ის დახმარებას?

და ყველაფერი ანგლოსაქსური გეგმის მიხედვით მიდის. მათი სტრატეგიული დაგეგმვის უნარი უნიკალურია. გასაოცარია, როგორ კარგავენ ადამიანები აზროვნების და შეფასების უნარს“, – წერს თინა კანდელაკი.

კომენტარები

TOP თინა კანდელაკი 2023-09-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თინა კანდელაკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რომან გოცირიძე: ნათია თურნავას უნდა დაუწესდეს საერთაშორისო სანქციები

შემდეგი სტატია

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და სხვა სტატუსი არ მიიღება

მსგავსი სტატიები

კახაბერ გვანცელაძე იმალება – ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თბილისის საკრებულოში არ გამოცხადდა

კახაბერ გვანცელაძე იმალება – ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თბილისის საკრებულოში არ გამოცხადდა

08 თებ 2019

„ეს 40 წელი იყო უმძიმესი“

25 დეკ 2017
ვახტანგ გომელაური: მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს – ჩვენ მათთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად განვაგრძობთ

ვახტანგ გომელაური: მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს – ჩვენ მათთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად განვაგრძობთ

ნინო ჩხეიძე 21 თებ 2023

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge