ერევანში რუსეთის საელჩოს შენობა აქციის მონაწილეების მიერ სრულად არის პიკეტირებული.
როგორც რუსული მედია იტყობინება,საელჩო დემონსტრანტებმა ჩაკეტეს, რის გამოც მისი თანამშრომლები შენობის დატოვებას ვერ ახერხებენ.
„საელჩოს შენობა გადაკეტილი იყო. შენობის წინ დემონსტრანტების გარკვეული რაოდენობაა შეკრებილი. ასევე ჩაკეტილია შენობის უკანა ნაწილიც“, – წერს რუსული მედია.
ამასთან, განცხადებას ავრცელებს ერევანში რუსეთის საელჩო.
„ჩვენ კონტაქტზე ვართ სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებთან. ჩვენ გავაგზავნეთ ნოტა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა მიიღოს ზომები საელჩოს ნორმალური საქმიანობის აღსადგენად“, – აცხადებენ საელჩოს პრესსამსახურში.
ინფორმაციისთვის, 19 სექტემბერს მთიან ყარაბაღში მორიგი ესკალაცია დაიწყო.
კომენტარები