NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»დოლიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

დოლიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

19 სექ 2023 სამართალი 225 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დოლიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილთა მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი დოლიძის 27 ნომერში საცხოვრებლად ახალი გადასული იყო.

მათი ნაწილი ამბობს, ქვედა სართულიდან გაიგეს ქალის ტირილი, ამის შემდეგ კი იარაღიდან ოთხჯერ გასროლის ხმა. ნაწილი კი ამბობს, რომ გასროლის ხმა საერთოდ არ გაუგიათ.

მეზობლების განმარტებით, მომხდარის მიზეზებზე არაფერი იციან. იციან გარდა იმისა’ რომ წყვილი განქორწინებული იყო.

მათივე ცნობით, შემთხვევა, დაახლოებით, ღამის 12:00 საათზე მოხდა.

„ბავშვები ტიროდნენ და იძახდნენ, „მამა არ გაპატიებთ”. სასწრაფო იყო მოსული, შემდეგ ამ ბავშვებს აწყნარებდნენ. ორი ბავშვი იყო, ერთი, დაახლოებით, 15 წლამდე, მეორე მასზე უმცროსი. ვიფიქრე, ალბათ, ოჯახური კონფლიქტი იყო, თუ მიცვალებულები იყვნენ ეგ ნამდვილად არ ვიცი. რაც შეეხება დაჭრილ მამაკაცს, მას გადაადგილება თვითონ არ შეეძლო. მაშველებს გამოუძახეს, სასწრაფოს და შემდეგ სასწრაფომ წაიყვანა. ისიც არ ვიცოდი, რომ ორი (გარდაცვლილი) იყო. მე გავიგე ბავშვების ხმა,რომლებიც დედის სახელს იძახდნენ. იქ თუ ბებიაც იყო, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. ამბობენ, რომ ეს ოჯახი აქ სამი თვეა რაც აქ ცხოვრობს. ახლა გავიგე, რომ ყოფილი მეუღლე იყო [ბრალდებული მამაკაცი]. ყველაფერი მოხდა უხმაუროდ. რომ არ მოსულიყო საპატრულო პოლიცია და ვერაფერს გავიგებდი. არც გასროლა გაგვიგია, სახლში ვიყავი… ის ბავშვები თუ გამოვიდნენ მდგომარეობიდან, არ ვიცი“, – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა შორენა ჟვანიამ.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ბინაში, სიდედრის, ყოფილი მეუღლისა და შვილების გარდა კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა.

დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. უწყების განმარტებით, ყოფილი ცოლი და სიდედრი პოლიციის თანამშრომელმა მოკლა. მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ. უწყების განმარტებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

TOP მკვლელობა 2023-09-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მკვლელობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: დროა, კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად

შემდეგი სტატია

Obozrevatel: კადიროვს თირკმელი გადაუნერგეს, მაგრამ ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა

მსგავსი სტატიები

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალს უცნობი პირი თავს დაესხა

11 დეკ 2017
სამართალდამცველებმა „კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის“ ტექნიკური მენეჯერი დააკავეს

სამართალდამცველებმა „კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის“ ტექნიკური მენეჯერი დააკავეს

06 თებ 2018

„უვადო პატიმრობამისჯილი შალვა აბულაძე რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ალაპარაკდა – შესაძლოა, ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი გისოსებს მიღმა ვიხილოთ“

სოსო ელისაშვილი 19 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge