NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»გაბრიელ გარსია მარკესი – მისტიკური სამყაროს შემოქმედი

გაბრიელ გარსია მარკესი – მისტიკური სამყაროს შემოქმედი

19 სექ 2023 კულტურა 109 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გაბრიელ გარსია მარკესს ბევრი წარდგენა არ სჭირდება, საკმარისია მხოლოდ მისი რომანები დაასახელო. “სიყვარული ჟამიანობის დროს”, “მარტოობის ასი წელიწადი”, “პატრიარქის შემოდგომა”.

იგი ექსცენტრიული, საინტერესო, თავისუფალი სულის მქონე პიროვნება იყო, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაც მიიღო და სამუდამოდ ჩაწერა საკუთარი სახელი ლიტერატურის ისტორიაში.

ცნობილია, რომ ერთხელ ასევე გამოჩენილმა ესპანელმა მწერალმა მარიო ვარგას ლიოსამ ფილმის პრემიერაზე მარკესს თვალში მუშტი დაარტყა. დღეს ცოტა რამ არის ცნობილი ინციდენტის შესახებ, გარდა იმისა, რომ მარკესმა დაინახა ლიოსა და მხიარულად შესძახა “მარიო!” ამით კი პერუელი რომანისტის რისხვა გამოიწვია. აშკარად გაბრაზებულმა ლიოსამ რაღაც ჩაილაპარაკა თავის ცოლ პატრიციაზე და ერთ-ერთ უდიდეს ცოცხალ ლეგენდას მუშტი უთავაზა.

გაბრიელს უცნაური ურთიერთობა ჰქონდა დედასთან და ოჯახის წევრებთან. სწორედ ამით იყო შთაგონებული მაგიურ-რეალისტური ელემენტები, რომლითაც მდიდარია მარკესის ნაწარმოებები. თავისი ოჯახისგან მიიღო მაკონდოს და ბუენდიების ოჯახის ინსპირაცია. როგორც ცნობილია, მწერალი დედას შვიდი წლის ასაკამდე არ შეხვედრია.

როდესაც მარკესს თავისი მომავალი მეუღლე შეუყვარდა, თოთხმეტი წლის იყო, ხოლო გოგონა ცხრის. ამ ასაკში შეუყვარდა დანტეს ბეატრიჩე. თუმცა, დანტეს ცნობილი უპასუხო სიყვარულისგან განსხვავებით, მარკესი საბოლოოდ დაქორწინა მისი სიყვარულის ობიექტზე, როცა 26 წლის იყო.

გარსია დიდად გახლდათ დაინტერესებული პოლიტიკით. თავად მემარცხენე სოციალისტი იყო და ჰქონდა ძლიერი ანტიიმპერიალისტური მსოფლმხედველობა, რაც თავის პოლიტიკურ ნაწერებშიც ვლინდება. ის ხმამაღლა ეწინააღმდეგებოდა ლათინური ამერიკის დიქტატურას და იმყოფებოდა კარაკასში 1958 წლის სახელმწიფო გადატრიალების დროს, როდესაც ჩამოაგდეს ვენესუელელი დიქტატორი მარკოს პერეს ხიმენესი.

წლების განმავლობაში იგი ინარჩუნებდა მეგობრობას ფიდელ კასტროსთან. ეს ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მარკესს რომანმა “მარტოობის ასი წელიწადი” გლობალური პოპულარობა მოუტანა. თუმცა ცნობილია, რომ გარსიამ არავის მისცა უფლება ამ ნაწარმოების მიხედვით ფილმი გადაეღო. ალბათ, მას სურდა, რომ მაკონდოს მაგიური, აპოკალიფსური და ინტიმური სამყარო ბოლომდე ამოუცნობი და ხელშეუხებელი დარჩენილიყო.

წყარო: books tell you why

კომენტარები

გაბრიელ გარსია მარკესი კლასიკოსები ლიტერატურა მწერლები 2023-09-19
ანო
Tags გაბრიელ გარსია მარკესი კლასიკოსები ლიტერატურა მწერლები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ცისკარი გარდენში“ Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება – ღონისძიების სპონსორია SOLO X

შემდეგი სტატია

დღე ისტორიაში – 20 სექტემბერი

მსგავსი სტატიები

მიხეილ გომიაშვილს მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

მიხეილ გომიაშვილს მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

ნინო ჩხეიძე 15 სექ 2022
ელისო ვირსალაძე: ძნელია მოვძებნო სიტყვები, რომ გამოვხატო დიდი გულისტკივილი მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალების გამო…

ელისო ვირსალაძე: ძნელია მოვძებნო სიტყვები, რომ გამოვხატო დიდი გულისტკივილი მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალების გამო…

ნინო ჩხეიძე 18 იან 2023
თეონა კონტრიძე: მშვი­დო­ბით ბუბა… წარ­მო­მიდ­გე­ნია რო­გო­რი ქარ­თუ­ლი წვე­უ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ იქ სა­მო­თხე­ში, თქვენს პა­ტივ­სა­ცე­მად

თეონა კონტრიძე: მშვი­დო­ბით ბუბა… წარ­მო­მიდ­გე­ნია რო­გო­რი ქარ­თუ­ლი წვე­უ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ იქ სა­მო­თხე­ში, თქვენს პა­ტივ­სა­ცე­მად

ნინო ჩხეიძე 15 იან 2023

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge