NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ანჯეი დუდა: ნება მომეცით, ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში ნათქვამი სიტყვები გავიხსენო: „რუსეთს მიაჩნია, რომ იმპერიის ძველი დრო ბრუნდება, ეს ასე არ იქნება, ის დღეები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა“

ანჯეი დუდა: ნება მომეცით, ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში ნათქვამი სიტყვები გავიხსენო: „რუსეთს მიაჩნია, რომ იმპერიის ძველი დრო ბრუნდება, ეს ასე არ იქნება, ის დღეები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა“

19 სექ 2023 მსოფლიო 156 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინაში ომის გაჩაღებისას ვლადიმერ პუტინს სურდა რუსეთის იმპერიის აღდგენა, მსოფლიოს დაყოფა და ის, რომ ევროპა მის ნედლეულზე სისტემატურად დამოკიდებული გამხდარიყო. მან წარმატებას ვერ მიაღწია! ჩემი მტკიცე რწმენაა, რომ ის წარმატებას ვეღარ მიაღწევს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოს სჭირდება მამაცი და შორსმჭვრეტელი ლიდერები, ისეთი, როგორიც პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი იყო.

“ნება მომეცით გავიხსენო მის მიერ თბილისში 2008 წელს საქართველოში რუსული აგრესიის დროს ნათქვამი სიტყვები: „პირველად დიდი ხნის განმავლობაში, რუსებმა აჩვენეს სახე, რომელსაც ასობით წელია ვიცნობთ. მათ სჯერათ, რომ მათ გარშემო მცხოვრები ერები მათ უნდა დაექვემდებარონ“. ჩვენ ვამბობთ არა! რუსეთს მიაჩნია, რომ იმპერიის ძველი დრო, რომელიც 20 წელზე ნაკლები ხნის წინ დაინგრა, ბრუნდება. ეს ბატონობა კვლავ დამახასიათებელი იქნება რეგიონისთვის. არა, ეს ასე არ იქნება! ის დღეები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა. დიახ! დღეს, სწორედ ამ ადგილას, გაერო-ს შტაბ-ბინაში მინდა გავიმეორო: ის დღეები აღარასოდეს დაბრუნდება! უნდა შეწყდეს დაპყრობის, ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლის, კანონის უგულებელყოფის და უკრაინელი ხალხისთვის არსებობის უფლებაზე უარის თქმის ლოგიკა! ეს სასტიკი ომი უნდა დასრულდეს და არ გადაიქცეს გაყინულ ომად! ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში!“ – აღნიშნა დუდამ.

კომენტარები

TOP ანჯეი დუდა ლეხ კაჩინსკი 2023-09-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანჯეი დუდა ლეხ კაჩინსკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ერევანში რუსეთის საელჩო აქციის მონაწილეების მიერ სრულად არის პიკეტირებული – თანამშრომლები საელჩოს დატოვებას ვერ ახერხებენ

შემდეგი სტატია

გახარია: ივანიშვილი არღვევს აშშ-ის სანქციებს

მსგავსი სტატიები

რომის პაპს მწვალებლობაში სდებენ ბრალს

რომის პაპს მწვალებლობაში სდებენ ბრალს

26 სექ 2017
ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი ოთხი ბავშვი მაშველებმა გამოიყვანეს

ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი ოთხი ბავშვი მაშველებმა გამოიყვანეს

09 ივლ 2018
აიათოლა ხამეინი: რა სანახაობაა! ასეთია ამერიკული არჩევნები და დემოკრატია

აიათოლა ხამეინი: რა სანახაობაა! ასეთია ამერიკული არჩევნები და დემოკრატია

ნინო ჩხეიძე 05 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge