NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ხვიჩია: გამიკვირდა ეროვნულმა ბანკმა, რომ შეუზღუდა ანგარიშებზე წვდომა. ეჭვი მაქვს, „ქეშის” გამოტანა მოასწრო და მერე შეუზღუდეს

ხვიჩია: გამიკვირდა ეროვნულმა ბანკმა, რომ შეუზღუდა ანგარიშებზე წვდომა. ეჭვი მაქვს, „ქეშის” გამოტანა მოასწრო და მერე შეუზღუდეს

18 სექ 2023 პოლიტიკა 169 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გამიკვირდა ეროვნულმა ბანკმა, რომ შეუზღუდა ანგარიშებზე წვდომა. ეჭვი მაქვს, „ქეშის” გამოტანა მოასწრო და მერე შეუზღუდეს , – ასე შეაფასა “გირჩის” ხელმძღვანელმა, იაგო ხვიჩიამ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებსა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განმარტა, არ სჯერა, რომ ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას ჩაატარებს.

„ნელ-ნელა იშიფრება „ქართული ოცნება“. მეთერთმეტე წელი მოვიდა და უკეთესად იცნობს მთელი სამყარო, ადგილობრივი საზოგადოებაც. ისიც გამიკვირდა ოთარ ფარცხალაძეს ეროვნულმა ბანკმა რომ შეუზღუდა ანგარიშებზე წვდომა. ეჭვი მაქვს, „ქეშის“ გამოტანა მოასწრო და მერე შეუზღუდეს. მგონია, რომ ეს გაკვეთილია ქართველი ხალხისთვის, თუ როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ ხალხის ნდობას. ეს ხალხი რომ დამწკრივდა არჩევნებზე, ხმებს რომ აძლევდნენ „ქართულ ოცნებას“, 50-100 ლარზე, ხახვებზე და კარტოფილებზე რომ იყიდებოდნენ, ეგ არის ფაქტი. როცა 20-50 ლარად მოგისყიდიან, მერე გაგიბედავენ იმას, რომ ფარცხალაძე იყოს შენი გენერალური პროკურორი და დასანქცირებულ კაცზე გვეუბნებოდნენ, გვჯერა, კარგ საქმეს გააკეთებდა, ცუდად დაინახესო. ჩემი აზრით, ღირსია ის ხალხი, ვინც რომელიმე პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობას აძლევს. ეს სიმპტომი სხვადასხვა დროს ყველა ჩვენს მმართველს დაემართა. ახლაც არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სისტემა ბოლომდე ირყვნება, აქამდე მალავდნენ. მაგალითად, „ქართული ოცნების“ წევრებს სიმდიდრის გამოჩენა ცოტათი ეკრძალებათ, მაგრამ დავინახეთ, რომ თვითმფრინავი ტაქსებად ჰყავთ მოწყობილი და დაფრინავენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, მან ისაუბრა ოპოზიციაზე, ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია “ოროსნების როლს” თამაშობს.

„ჩემი აზრით, „ნაცები“ „ქოცების“ დანამატია და „ქოცურ“ თამაშს თამაშობენ. ჩემი აზრით, მათი მენეჯმენტი, მიხეილ სააკაშვილს არ ვგულისხმობ, იჯდება “ქოცებთან” იმიტომ, რომ შეუძლებელია ამდენი ხნის განმავლობაში ვერ გაარღვიო უგონობა. მე ოროსან კლასელებთან და კურსელებთანაც მქონია ურთიერთობა, რომელიც რაღაც პროგრამას ვერ სწავლობდა და ეხმარებოდი რაღაცნაირად, მაგრამ იმას გააგებინებდი რაღაც მუშაობის მერე. ამდენი არცერთ ჩემს კლასელთან ან კურსელთან არ დამჭირვებია, რაც ოპოზიციასთან მაქვს ნამუშევარი. ამიტომ, არ მჯერა რომ ისინი უბრალოდ „ოროსნები“ არიან. ჩემი აზრით, ისინი „ოროსნების“ როლს თამაშობენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, „როცა „ნაციონალური მოძრაობა“ სიმართლის ლაპარაკს დაიწყებს, ამ დროს დაიწყება აზრზე მოსვლა“.

კომენტარები

TOP იაგო ხვიჩია ოთარ ფარცხალაძე 2023-09-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP იაგო ხვიჩია ოთარ ფარცხალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე: მტკიცებულებები არ არსებობს – შესაბამისად, ჩვენთვის რთულია ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება

შემდეგი სტატია

არსებული ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

მსგავსი სტატიები

შეთანხმების ჩაშლის არანაირ საფრთხეს არ ვხედავ – წარმოუდგენლად მიმაჩნია, ოპოზიცია შეთანხმებიდან გავიდეს მოგონილი და ტყუილი არგუმენტებით

შეთანხმების ჩაშლის არანაირ საფრთხეს არ ვხედავ – წარმოუდგენლად მიმაჩნია, ოპოზიცია შეთანხმებიდან გავიდეს მოგონილი და ტყუილი არგუმენტებით

ირაკლი შალიკაშვილი 10 მარ 2020
რუსების აქცია თბილისში, დღეს! (ვიდეო)

რუსების აქცია თბილისში, დღეს! (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 08 აგვ 2022
პირველი შემთხვევაა, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას რადიკალურად დაუპირისპირდა

პირველი შემთხვევაა, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას რადიკალურად დაუპირისპირდა

ირაკლი შალიკაშვილი 03 სექ 2021

უახლესი ამბები

  • მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

    მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

  • საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

    საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

  • მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

    მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

  • წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

    წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

  • ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

    ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge