NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სალომე ზურაბიშვილი: …საქართველო ამას არ დაუშვებს

სალომე ზურაბიშვილი: …საქართველო ამას არ დაუშვებს

18 სექ 2023 პოლიტიკა 113 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მთავარია, რომ ყველას, საზოგადოებას, უნდა ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არა გვაქვს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შეიძლება, რომ სხვა მომავალი იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო „ევროპის კართანაა მისული“ და ამ პროცესში ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია.

„ჩვენ როცა ვართ მისული ევროპის კართან, ვიცით ყველამ რამდენად გადამწყვეტი იქნება ეს მომენტი, როცა ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, არ ვიტყვი, რომ „ან არ მოგვენიჭება“, მაგრამ თავისით არ მოდის ცხოვრებაში არაფერი და მთავარი გზა, რაც არის დღეს გასავლელი, არის ჩვენი და თქვენი, ერთად გასავლელი და ქვეყნის მიერ გასავლელი. ყველაფერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ნებისმიერი ნაბიჯი, შიგნით ქვეყანაში თუ გარეთ. ყველას აქვს თავისი როლი, იმ სფეროში, რომელშიც ვმოღვაწეობთ, ეს იქნება კულტურა, ეკონომიკა, სამართლებრივი სფერო, საგარეო პოლიტიკა თუ ექსპერტების სფერო. ეს არ არის ერთი ადამიანის გასაკეთებელი.

მე ვიქნები თქვენთან, ყველგან, სადაც შემიძლია. ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ბელგიაში. ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია. ყველაზე დიდი როლი შეიძლება მედიას აქვს, რომ არ მისცეს საშუალება არავის, რომ სხვადასხვა საკითხებით იყოს გადაფარული ის, რაც არის მთავარი. მთავარია, რომ ყველას, ქვეყანას, საზოგადოებას, უნდა ევროპული მომავალი. სხვა მომავალი არა გვაქვს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შეიძლება, რომ სხვა მომავალი იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს, მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ, არავინ არ დაუშვებს. ჩვენ არავინ არ შეგვაშინოს, არავინ არ დაგვაჯეროს, რომ რაღაც შეუძლებელია, ყველაფერი ჩვენ ხელშია და ამას ვერავინ ვერ დაგვაკარგვინებს და ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში შედის და ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების როლი უმნიშვნელოვანესი იქნება.

„მოხარული ვარ, რომ მეძლევა საშუალება, შეგხვდეთ აქ, სასახლეში. იმედი მაქვს, რომ ეს არ არის, ბოლოჯერ. ვნახავთ, როგორც იქნება, ისე იქნება, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს საშუალება გვეძლევა დღეს. რეალურად დღეს ჩვენ შევდივართ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში. თქვენ წარმოადგენთ იმ სექტორს ჩვენი ქვეყნისა, რომელიც დღეს არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რაც არის გასაკეთებელი. მე ჩემ თავს ვთვლი პირველ რიგში, ხალხის წარმომადგენლად, მოსახლეობის, საზოგადოების და თქვენი ხართ ამ, საზოგადოების აქტიური ნაწილი და გაქვს საშუალება, რომ საზოგადოებას მიაწოდოთ თქვენი ხმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

TOP სალომე ზურაბიშვილი 2023-09-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სალომე ზურაბიშვილი: ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი ყოფილა

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე: მტკიცებულებები არ არსებობს – შესაბამისად, ჩვენთვის რთულია ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება

მსგავსი სტატიები

„როგორ მოხდება ამ თანხების განკარგვა, რომ 20-25 წლის შემდეგ ვიღაცამ მიიღოს ნორმალური პენსია“

„როგორ მოხდება ამ თანხების განკარგვა, რომ 20-25 წლის შემდეგ ვიღაცამ მიიღოს ნორმალური პენსია“

19 თებ 2018

კალაძემ ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა

20 ოქტ 2017
დიმიტრი ხუნდაძე: უკრაინა კი მისი არაპროუკრაინული პოლიტიკით სამწუხაროდ, უკვე წაგებულია

დიმიტრი ხუნდაძე: უკრაინა კი მისი არაპროუკრაინული პოლიტიკით სამწუხაროდ, უკვე წაგებულია

ნინო ჩხეიძე 12 თებ 2023

უახლესი ამბები

  • მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

    მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

  • საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

    საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

  • მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

    მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

  • წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

    წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

  • ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

    ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge