NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»დღეს სესილიას დაბადების დღეა – უნიკალური ჩანაწერები პირველი არხის არქივიდან (ვიდეო)

დღეს სესილიას დაბადების დღეა – უნიკალური ჩანაწერები პირველი არხის არქივიდან (ვიდეო)

17 სექ 2023 კულტურა 129 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არიან მსახიობები, რომლებიც  თავისი ნიჭიერებით და უმაღლესი სამსახიობო ოსტატობით წარუშლელ კვალს ტოვებენ კინოსა და თეატრში. სესილია თაყაიშვილი დაიბადა ქალაქ ბათუმში 1906 წლის 17 სექტემბერს.

სესილია თაყაიშვილის მშობლები მსახიობები არ ყოფილან, მაგრამ მამამისი დიმიტრი თაყაიშვილი თეატრის დიდი მოყვარული იყო. ლექსებსაც წერდა და მის ოჯახში მუდამ იკრიბებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარჩინებული წარმომადგენლები. პატარა სესილია ყოველთვის ინტერესით აკვირდებოდა მათთან მისულ სტუმრებს, შემდეგ სარკესთან დგებოდა და ცდილობდა მათთვის მიებაძა.

მომავალი მსახიობი პირველად 7 წლის ასაკში დადგა სცენაზე. ელო ანდრონიკაშვილის მიერ დადგმულ წარმოდგენაში ,,ყვავილთა შორის” სესილია ერთ-ერთ ყვავილთს თამაშობდა.

საცხოვრებლად თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ის ქალთა გიმნაზიაში შეიყვანეს, მერვე კლასში კი აკაკი ფაღავას მიერ გახსნილ თეატრალური სტუდიაში პირველივე წელს ჩაირიცხა. სესილიას ოცნება აუხდა და კოტე მარჯანიშვილის მოსწავლე გახდა.

,,როცა მათხოვარს თამაშობ უნდა გჯეროდეს, რომ მათხოვარი ხარ, ხოლო როცა ინგლისის დედოფალს თამაშობ, უნდა გჯეროდეს, რომ დედოფალი ხარ,” – ამბობდა სესილია თაყაიშვილი.

ერთ-ერთ სპექტაკლში სესილია თაყაიშვილი ღარიბ ქალ თამაშობდა, რომელიც ერთ-ერთ სცენაში სუნელს ნაყავდა. მსახიობმა ქვასანაყში ნამდვილი სურნელი ჩანაყა, რაც თეატრში არ ხდება ხოლმე. შესვენების დროს ქვასანაყით ხელში მდგარ სესილიას რეჟისორი ლილი იოსელიანი მიუახლოვდა, რომელსაც ხელში ფრანგული სუნამო ეჭირა: ,,მოაშორეთ ეს სუნამო, ნუ მაბნევთ, ჩემს გმირს ეს სუნი არასდროს შეუგრძვნია,” – ასე უთქვამს სესილიას.

მას ბევრი რამის დათმობა შეეძლო როლის გამო. ,,მე ბებია ილიკო და ილარიონში” 70 წლის ოლღა ბებია სესილია თაყაიშვილმა 55 წლის ასაკში ითამაშა. მისი გმირი ბუნებრივი რომ ყოფილიყო, მან წინა საღი კბილები ამოიღო და უფრო მეტად დაემსგავსა 70 წლის ბებიას.
ბებიის როლი სესილია თაყაიშვილმა პირველად კინო-ფილმ ,,მანანაში” ითამაშა, რასაც მოყვა ,,თოჯინები იცინიან”, ,,მე ბებია ილიკო და ილარიონი”, ,,ნატვრის ხე”…   მას “XX საუკუნის ბებია” უწოდეს.

როდესაც მარჯანიშვილის თეატრში ძველ და ახალ თაობას შორის დაპირისპირება მოხდა, მსახიობმა თეატრს თავი დაანება და მხოლოდ კინოში მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო. ორივე მხარე სთხოვდა სესილიას მათთან ემუშავა, მაგრამ ის მტკიცე უარზე დადგა და მისი გადარწმუნება ვეღარავინ შეძლო.

სესილია თაყაიშვილი გარდაიცვალა თბილისში 1984 წლის 21 მაისს. მას დედის სურათის უკან ჰქონდა შენახული თავისი ანდერძი:

“ვგრძნობ, ძალიან ცუდად ვარ, არ მცილდება ნახველში სისხლი. უსაშველო ხველა, ვიხრჩვები. რა კარგია, კაცი რომ დიდი სიცხით არის ავად, გრძნობა ეკარგება და კვდება. რა ცუდია, ყველაფერი გტკივა, დადიხარ ძლივს და არ კვდები.

ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით.

დიდუბე არ მიყვარს და, გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა.

რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები!
ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება!
იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას.”

კომენტარები

TOP სესილია თაყაიშვილი 2023-09-17
ნინო ჩხეიძე
Tags TOP სესილია თაყაიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო: ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უზარმაზარია

შემდეგი სტატია

რამზან კადიროვი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ყველას, ვინც სიმართლეს და ტყუილს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, ვურჩევ, სუფთა ჰაერზე ისეირნოს

მსგავსი სტატიები

უკომენტაროდ! (ვიდეო)

უკომენტაროდ! (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 09 მარ 2022
გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი ინა ჩურიკოვა

გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი ინა ჩურიკოვა

ნინო ჩხეიძე 14 იან 2023
“დღეს თბილისი, ერთი ძალიან დიდი მოქალაქის, დიდი მოამაგის გარეშე დარჩა…”

“დღეს თბილისი, ერთი ძალიან დიდი მოქალაქის, დიდი მოამაგის გარეშე დარჩა…”

ნინო ჩხეიძე 31 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge