“უშიშროების სამინისტროს საარქივო ფონდების განყოფილების ყოფილი უფროსი ომარ თუშურაშვილი თავის წიგნში დისიდენტური მოძრაობის ისტორიის შესახებ, დეტალურად იხსენებს, როგორ გაიტანეს 1990 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სმოლენსკში ე.წ. ოპერატიული არქივი – არც მეტი, არც ნაკლები, 800 ტომარა, სადაც სხვა მასალებთან ერთად, კგბ-ს აგენტთა პირადი საქმეები იყო. ანუ ის დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც, წიგნის ავტორის თქმით, ძველი აგენტების ლუსტრაცია და აქტიური პოლიტიკური თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მათი ჩამოშორება უნდა მომხდარიყო. ამ ადამიანთა სახელები დღეს მხოლოდ რუსეთში იციან…
ეს 800 ტომარა იგორ გიორგაძემ გაიტანა – მაშინ ჯერ საბჭოთა კგბ-ს ოფიცერმა, რაც მრავალი ნიშნით სიმპტომატურია.
ამ არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში “მრგვალი მაგიდა” მოვიდა, 91 წელს კი ხელისუფლება პუტჩით დაამხეს…
ცხადია, ვერაფერს დაამტკიცებ (ან ასეთი რამ ვის სად დაუმტკიცებია), მაგრამ ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ ეფესბეს არცთუ ცოტა აგენტი ეყოლება საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებაშიც…
მათ ქმედებებს თუ მივყვებით – თუ როგორი მგზნებარებით ებრძვიან საქართველოს დასავლურ პერსპექტივას, როგორ არ უნდათ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, როგორ იღებდნენ აგენტების რუსულ კანონს მარტში და ა. შ. – შესაძლოა აგენტები იყვნენ თავად ივანიშვილიც, რომელიმე კობახიძეც და სხვებიც… ვიმეორებ, ამას ვერსად დაამტკიცებ და ეს მხოლოღა ვარაუდია, მაგრამ განა მათი ქმედება არ გვიჩენს ამ ეჭვის საფუძველს?!
სადაც დამოუკიდებელი საქართველოს (რეალურად კი ივანიშვილის) გენერალური პროკურორი აღმოჩნდა ეფესბეს აგენტი და სადაც შევარდნაძისდროინდელი უშიშროების მინისტრი ღიად დაიცვა პუტინმა – ჩვენი კაციაო, ახლა, რუსული გავლენის პირობებში, სადმე გაქრებოდა ეს ხალხი?! პირიქით, სოკოებივით გამრავლდებოდნენ.
მაგრამ ესენი ხომ ჩეკისტი ძერჟინსკის მსგავსი ფანატიკოსები არ არიან – მათი “იდეა” ფული, შიში და ძალაუფლებაა…
ხოლო მათი ძალა ქართველი ხალხის შესაძლო (ან არსებულ) ნიჰილიზმზე და დამღუპველ გულგრილობაზე დგას…
არადა, კგბ-ეს თუ ეფესბეს ამ დაწყველილი ციკლების დასრულება ქართული საზოგადოების ხელშია.
კი ნუ გარბიხართ აქედან, აქ იბრძოლეთ და ჩამოდით, რათა ქვეყნიანად გავიდეთ ევროპულ სამშვიდობოზე!” – წერს მერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები