სექტმებრის დაბადების ქვა საფირონი რამდენიმე შეფერილობით გვხვდება. ესენია ყვითელი, ვარდისფერი, მეწამული და წითელი. თუმცა წითელ საფირონს ლალი ეწოდება. ეს ქვები თითქმის ერთმანეთის იდენტურია.
Padparadscha საფირონის ყველაზე იშვიათი სახეობაა, რომელიც მხოლოდ შრი-ლანკაში, მადაგასკარსა და ტანზანიაში გვხვდება.
საფირონი, ლალი და ზურმუხტი იმაზე დიდ ეკონომიკურ ბრუნვას გამოიმუშავებს, ვიდრე ყველა სხვა ძვირფასი ქვა ერთად, გარდა ბრილიანტისა.
მე-6 საუკუნეში რომის პაპმა ყველა კარდინალს მოსთხოვა საფირონის ტარება მარჯვენა ხელზე, რომელსაც „კურთხევის ხელი“ ეწოდა. მე-12 საუკუნეში ეს პრაქტიკა წახალისებული იყო, რადგან ითვლებოდა, რომ საფირონები თრგუნავდნენ ხორციელ სურვილებს და ხელს უწყობდნენ სიწმინდის შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვანი იყო დაუქორწინებელი სასულიერო პირებისთვის.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლურჯი საფირონია 12 კარატიანი ნიშნობის ბეჭედი, რომელიც პრინცმა ჩარლზმა აჩუქა პრინცესა დიანას. პრინცმა უილიამმა ის მემკვიდრეობით მიიღო, როდესაც ლედი დი გარდაიცვალა და ახლა მას უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი ატარებს.
საფირონის ნიშნობის ბეჭედი, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტემ ჯოზეფინას აჩუქა, 2013 წელს თითქმის მილიონ დოლარად გაიყიდა.
ქუინსლენდის შავი ვარსკვლავი არის 733 კარატიანი საფირონი, რომელიც 12 წლის ბიჭმა იპოვა, 1930-იან წლებში, ავსტრალიაში. 1947 წელს მამამისმა ქვა 18 000 დოლარად გაყიდა. დღეს იგი 88 მილიონი აშშ დოლარი ღირს.
წყარო/ფოტო: The Fact Site
კომენტარები