NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»შემთხვევა»“მისი ყვირილი დარაჯს ესმოდა, მიშველეთო ყვიროდა თურმე. სცემეს და იქ დააგდეს” – კასპში შშმ პირი სცემეს და უმწეო მდგომარეობაში მიატოვეს

“მისი ყვირილი დარაჯს ესმოდა, მიშველეთო ყვიროდა თურმე. სცემეს და იქ დააგდეს” – კასპში შშმ პირი სცემეს და უმწეო მდგომარეობაში მიატოვეს

03 სექ 2023 შემთხვევა 202 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კასპში 33 წლის გიორგი ედიშერაშვილი 50 წლამდე ასაკის კაცმა სასტიკად სცემა და უმწეო მდგომარეობაში მიატოვა მეტეხის სადგურთან – ინფორმაციას კასპში მცხოვრები ირაკლი მილაძე ფეისბუკზე ავრცელებს. ედიშერაშვილი შშმ პირია, უჭირს საუბარი და დამოუკიდებლად გადაადგილება. მილაძის თქმით, ის ჯერ კასპის, შემდეგ კი მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“იმდენი შესძლო სასტიკად ნაცემმა შშმ პირმა, რომ პიროვნების სახელიც თქვა და მანქანის მარკა და ფერიც გაიხსენა. ასევე გაიხსენა, რომ როდესაც ნაცემი რაღაც შენობასთან დააგდეს, ცოტა ხანში სხვა პიროვნებებთან ერთად მისულა და ერთმანეთში საუბრობდნენ, რომ უკვე მკვდარი იყო თურმე” – წერს მილაძე.

ნაცემი შშმ პირის დედა კი ამბობს, რომ მის შვილზე ფიზიკურად რამდენიმე ადამიანმა იძალადა.

“მომიყვა, რომ წიხლებით უცემიათ, სამნი ყოფილან მანქანებით. ერთ-ერთს გამოუვლია გზაზე და გაუჩერებია, უთქვამს, წამო, გიო გაგასეირნო მანქანითო, ეს ყველას ენდობა და ჩაუჯდა. ყვიროდა თურმე გამიშვით, თორემ გადავხტებიო, არ გაუშვეს და წაიყვანეს, სადაც დაგეგმილი ჰქონდათ ალბათ. დაბლა დამაგდეს, წიხლები და მუშტები მირტყესო. მისი ყვირილი დარაჯს ესმოდა, მიშველეთო ყვიროდა თურმე. სცემეს და იქ დააგდეს, ერთი საათის შემდეგ, თვითონ მისულა ამ დარაჯთან და უთხოვია მიშველე, სახლში წამიყვანეო”, – ამბობს დედა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

TOP კასპი შშმ პირი 2023-09-03
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კასპი შშმ პირი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 162კმ-ში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

შემდეგი სტატია

ლელა ჯეჯელავა: არ მაქვს სურვილი ვნახო როგორ იფხანენ ქეციან გულებს ჩემი ქვეყნის მტრები პუტინიდან დაწყებული ადგილობრივი კოლექტიური მორდორგოშიებით დამთავრებული

მსგავსი სტატიები

მიწისძვრა საქართველოში

მიწისძვრა საქართველოში

ნინო ჩხეიძე 01 მაი 2021
სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა

სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა

ნინო ჩხეიძე 22 აგვ 2023
მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ნინო ჩხეიძე 09 აგვ 2022

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge