NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»შემთხვევა»თბილისში ოჯახს თავს დაესხნენ – მინდა ყველა იცნობდეთ ამ მკვლელს

თბილისში ოჯახს თავს დაესხნენ – მინდა ყველა იცნობდეთ ამ მკვლელს

20 ივნ 2023 შემთხვევა 436 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მოქალაქე ქრისტი მიქელაძე წერს, რომ 18 ივლისს მის ოჯახს თავს დაესხნენ და მამას აბესალომ მიქელაძეს თავდამსხმელი სასტიკად გაუსწორდა.

ქრისტი მიქელაძის თქმით, თავდამსხმელი მის მოკვლასაც ცდილობდა.

„მინდა ყველა იცნობდეთ ამ მკვლელს. 18 ივნისს, შუაღამისას, როდესაც ვბანაობდი და მამა იყო მაღაზიაში გასული, სახლში შემოვიდა მეზობელი, 25 წლის რომან გიკაშვილი. მალევე გავიგე მამას შემოსვლაც. ადამიანმა რომლის სახელიც ახლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი, სცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე. მე რადგან ბევრჯერ მოვიშორე დანა, მაქვს მხოლოდ 4 ჭრილობა და ვარ სასტიკად ნაცემი. ყველანაირად სცადა ჩემი მოკვლა. აბანოში მგუდავდა. 3 ჯერ გავაგდებინე დანა, ყელი რომ უნდა გამოეჭრა. დანა რომ გავაგდებინე, თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა ყველაფერს. ბოლოს სახლს წაუკიდა ცეცხლი, მოუშვა გაზი და გაიქცა.

რა თქმა უნდა, დაიჭირეს. ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, მადლობა უფალს და მადლობა მეზობლებს, ვინც გადაგვარჩინა და ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ეს დღეები გვერდით დამიდგა. ვინც დიდი ხანია მიცნობს, იცის, 17 წლის ვიყავი, დედას კიბოს დიაგნოზი რომ დაუსვეს. მაშინ ჩემი ცხოვრება გვერდზე გადავდე და ჩემი თავი დედას მივუძღვენი. თითქმის 2 წელი ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო. ბოლო ნახევარი წელი ძალიან მძიმედ მყოფ დედას ვუვლიდი, ყოველდღე ვხვდებოდი, რომ ხელიდან მეცლებოდა და ვერაფერს ვშველოდი. დედას გარდაცვალებიდან 8 წელზე მეტი გავიდა და დღემდე ის ტრავმა არ გამნელებია.

ეს წლებია მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის ვცოცხლობ და ვცხოვრობ. ვარ ჩემთვის წყნარად და ცუდად არავის არასდროს შევხებივარ. ამ 8 წლის შემდეგ კი ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრავმა, როცა მამა მკვდარი მეგონა და ჩემ თვალწინ მოკლეს. მე ვინც ყველას ყოველთვის ყველაფერს ვპატიობდი და არასდროს არავინ შემძულებია, ამის გამკეთებელს არასდროს ვაპატიებ, მინდა ციხიდან ცოცხალი ვერასდროს გამოვიდეს. ეს არის ჩემი ცხოვრების პირველი ადამიანი, ვინც მძულს, ვინც ერთადერთ მამას მიკლავდა. გისურვებ მთელი გულით, რომ რაც ჩვენ მოგვაყენე, იმაზე მეტად წამებით მოკვდე ძალიან მალე. შენნაირები არ უნდა არსებობდნენ. შეგნებულად არ ვდებ მამას ფოტოს, რადგან ის ჩემზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია. საბედნიეროდ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქვე, მიზეზი უცნობია, რის გამო კლავდა მამას და მე როგორც მოწმეს“, – წერს სოციალურ ქსელში ქრისტი მიქელაძე.

როგორც საინფორმაციო სააგენტო News.ge -ს უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19 -109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

 

კომენტარები

TOP თავდასხმა ჭრილობა 2023-06-20
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თავდასხმა ჭრილობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პაატა მანჯგალაძე ლევან ბერძენიშვილზე მომხდარ თავდასხმაზე: ამ ყველაფრის დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი, ორგანიზატორი კი…

შემდეგი სტატია

ნიკა გვარამია: რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ

მსგავსი სტატიები

სოფელ ახშანში უბედურ შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

სოფელ ახშანში უბედურ შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ნინო ჩხეიძე 06 აპრ 2022
მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა და თავადაც დაშავდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა და თავადაც დაშავდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ნინო ჩხეიძე 25 ნოე 2022
ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ნინო ჩხეიძე 13 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge