NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

05 ივნ 2023 პოლიტიკა 185 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყველას მოვუწოდებ, მიხეილ სააკაშვილთან და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით უცხოელების მხრიდან გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები აიღონ და გვერდით ხელშეკრულება დადონ, შემდეგ კი ივარაუდონ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების და ყოფილი დიპლომატების განცხადებების ყიდვა, რომლის საშუალებითაც საქართველოს იმიჯის შელახვა ქვეყნის გარეთ ხორციელდება.

„ეს არის კიდევ ერთი დასტური პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ქვეყნის გარეთაა ჩამოყალიბებული. ჩვენ ვნახეთ მსგავსი სახის გარიგებები მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებით, ახლა ვხედავთ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით. ასევე, ვნახეთ ამის შედეგები რა იყო. ამის შემდეგ იყო ნაყიდი სტატიები მედიაში, ნაყიდი რეპორტაჟები მედიაში, ნაყიდი ექსპერტები და ნაყიდი განცხადებები. ეს არის ჩვეულებრივი დასტური პოლიტიკური კორუფციისა. ამიტომ ამ მხრივ უნდა შევხედოთ და დავაკვირდეთ. ერთი მხრივ, გავიხსენოთ ყველა ის პოლიტიკოსი, ყოფილი დიპლომატი, უცხოური მედია და ა.შ, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებდა, თითქოს მისი წამება მიდიოდა, არასათანადო მოპყრობა და ა.შ. და დავსვათ კითხვა, იმ მილიონიდან შემთხვევით ხომ არ მოხდა გარკვეული წილი ყოფილ ელჩებთან, დიპლომატებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფილ ლიდერებთან, რომლებიც დღეს უცხო ქვეყნიდან საქართველოს ჭკუის დარიგებით და საქართველოს დისკრედიტაციით არიან დაკავებულები?

მეორე, დავაკვირდეთ დღეის შემდეგ ვინ გააკეთებს დავით კეზერაშვილისთვის მხარდამჭერ განცხადებებს და იქვე დავსვათ კითხვა, ამ ნახევარი მილიონიდან რა წილი მოხვდა ყოფილი ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფილი წარმომადგენლების და ა.შ, ჯიბეში. ეს ჩემი აზრით, არის ნათელი დასტური პოლიტიკური კორუფციისა, რომლის წყალობითაც საქართველოს იმიჯის შელახვა ქვეყნის გარეთ ხორციელდება. აღმოჩნდა, რომ ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების და ა.შ. განცხადებები იყიდონ. ასევე, სტატიები, მედია რეპორტაჟები იყიდონ და საქართველოს რეპუტაცია ქვეყნის გარეთ გააშავონ. აი, ეს დასტურდება ნამდვილად. ყველას მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილთან და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით უცხოელების მხრიდან გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები აიღონ და გვერდით ხელშეკრულება დადონ, შემდეგ კი ივარაუდონ, რა თანხა მოხდა ამ ადამიანების ჯიბეში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

TOP შალვა პაპუაშვილი 2023-06-05
ნინო ჩხეიძე
Tags TOP შალვა პაპუაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

შემდეგი სტატია

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

მსგავსი სტატიები

რუსი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი: ყველამ ნახა რა მოხდა 2008 წელს საქართველოში,

რუსი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი: ყველამ ნახა რა მოხდა 2008 წელს საქართველოში,

ნინო ჩხეიძე 21 აპრ 2022
პაატა მანჯგალაძე ლევან ბერძენიშვილზე მომხდარ თავდასხმაზე: ამ ყველაფრის დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი, ორგანიზატორი კი…

პაატა მანჯგალაძე ლევან ბერძენიშვილზე მომხდარ თავდასხმაზე: ამ ყველაფრის დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი, ორგანიზატორი კი…

ნინო ჩხეიძე 20 ივნ 2023
დავით უსუფაშვილი: საქმე გვაქვს არა ხელისუფლებასთან, არამედ პერსონალური ვნებების დამკმაყოფილებელ ადამიანებთან

დავით უსუფაშვილი: საქმე გვაქვს არა ხელისუფლებასთან, არამედ პერსონალური ვნებების დამკმაყოფილებელ ადამიანებთან

ნინო ჩხეიძე 22 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge