NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

05 ივნ 2023 ბიზნესი 204 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკი „AI-ს მიმართულებით ფინანსურ სექტორში 2023 წლის ინოვატორების“ კატეგორიაში „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის გამარჯვებულად დასახელდა.

საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში, რომელიც „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარებაზე მუშაობს და მიზნად ისახავს ქართული ენის გაციფრულებას.

ბანკმა, ამ მიმართულებით, აქტიურად მუშაობა 2020 წლიდან დაიწყო. მისი საქმიანობის არეალი კი მოიცავს აზრის გაგების, ზეპირი მეტყველების გატექსტებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმის ავტომატიზებას. აღნიშნულ ინსტრუმენტებს ბანკი ყოველდღიური საქმიანობის პროცესებში ნერგავს, რისი მეშვეობითაც მუდმივად ავითარებს და ხვეწს ტექნოლოგიებს.

„დღეს, ტექნოლოგიურ ეპოქაში, ქართულ ენაზე მოსაუბრეთა მცირე რიცხვის გამო, ქართული ენა ხშირად რჩება გიგანტური კომპანიების ყურადღების მიღმა. ამიტომ, საქართველოს ბანკმა, როგორც წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, აქტიურად დაიწყო მუშაობა ქართული ენის გაციფრულებაზე, რითაც მას ახალ ფუნქციურ როლსა და სიცოცხლეს შესძენს, აქცევს სრულად ტექნოლოგიებზე მორგებულ ენად და დაიცავს ციფრულ სამყაროში დაკარგვის საფრთხისგან. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა ისეთმა გავლენიანმა გამოცემამ აღიარა, როგორიც Global Finance-ია. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს ჩვენი ინიციატივის მნიშვნელობას, შევიტანოთ წვლილი ქართული ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში. ყოველი ახალი საერთაშორისო აღიარება კი გვაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ“, – აღნიშნავს ირაკლი გოგატიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

2023 წლის გლობალური ინოვატორების ჯილდოს ფარგლებში, Global Finance-ის საერთაშორისო გუნდმა წელს მეთერთმეტედ შეაფასა ბანკების, ორგანიზაციების და ფინტექ კომპანიების პროდუქტები და სერვისები.

ინოვატორების ჯილდოს მფლობელები კი ის კომპანიები გახდნენ, რომლებიც ქმნიან ახალ, ინოვაციურ პროდუქტებსა და ინსტრუმენტებს, რომელიც ხელს უწყობს ტექნოლოგიურ განვითარებას.

კომენტარები

TOP საქართველოს ბანკი 2023-06-05
ნინო ჩხეიძე
Tags TOP საქართველოს ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

შემდეგი სტატია

Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8412 ლარი გახდა

ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8412 ლარი გახდა

ნინო ჩხეიძე 19 სექ 2022
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

ნინო ჩხეიძე 28 იან 2023
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურიაში, სოფელ ბაილეთში მოცვის პლანტაცია გაშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურიაში, სოფელ ბაილეთში მოცვის პლანტაცია გაშენდა

თამუნა 08 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge