ნატალი შაბათს საღამოს საფრანგეთში ლიგა 1-ის საფეხბურთო მატჩს დაესწრო, “პარკ დე პრენსის” სტადიონზე. მსახიობის კარგი განწყობა პაპარაცებს არ გამორჩენიათ.
პორტმანი ქალთა ეროვნული ფეხბურთის ლიგის გუნდის Angel City FC თანადამფუძნებელია აშშ-ში.
მსახიობი თამაშზე ნოვაკ ჯოკოვიჩსაც გულთბილად მიესალმა, რომელიც მის უკან რიგში იჯდა.
ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ ნატალი პორტმანის მეუღლე ბენჟამინ მილეპიდი ღალატში დაადანაშაულეს.
რაც შეეხება წყვილის ურთიერთობის ამჟამინდელ სტატუსს, საუბრისას, მათთან დაახლოებულმა ინსაიდერმა PEOPLE-ს განუმარტა, რომ პორტმანი და მილეპიდი ერთად რჩებიან.
„მან იცის, რომ დიდი შეცდომა დაუშვა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნატალიმ აპატიოს“, – თქვა წყარომ. “ნატალი წარმოუდგენლად კონფიდენციალურია და არ აპირებს ამ თემაზე მედიასთან საუაბრს. მისი ყველაზე დიდი პრიორიტეტი შვილებისა და მათი უსაფრთხოების დაცვაა.”
წყვილმა ერთმანეთი 2009 წელს, ფილმის “შავი გედი” გადაღებაზე გაიცნო. ისინი დღემდე ქორწინებაში იმყოფებიან და ორი შვილი ჰყავთ.
წყარო: People
კომენტარები