NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

04 ივნ 2023 პოლიტიკა 238 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რამზან კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს და პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან , – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ბათუმში კადიროველები იმყოფებიან”.

მისი თქმით, კადიროველთა ავტოკოლონის შესაძლო გადაადგილება საქართველოს ქალაქებში ქართული უსაფრთხოების სამსახურების უმოქმედობასა და პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს.

„რამზან კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს და პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან.

კადიროვის გარემოცვა ეჭვმიტანილია საქართველოს ტერიტორიაზე მედია-მენეჯერების მკვლელობის მცდელობაში. მისი დაჯგუფება გამოირჩევა სისასტიკითა და პუტინის რეჟიმის ბრძანების უპირობო შესრულებით, რაც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებისათვის.

შესაბამისად, კადიროველთა ავტოკოლონის გადაადგილება საქართველოს ქალაქებში, მაშინ, როდესაც სუს-ის ბიუჯეტი 180 მილიონია, ხოლო შსს-ს ბიუჯეტი მილიარდზე მეტი, ნათლად მიუთითებს ქართული უსაფრთხოების სამსახურების უმოქმედობასა და პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობაზე, რადგან ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც პუტინის კრიტიკოსი მტერია, ხოლო კადიროველი, ტურისტი და მოყვარე“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, სოციალური ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რუსულნომრიანი ესკორტის გადაადგილება. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ესკორტი რამზან კადიროვის გარემოცვის წევრს, ჩეჩენ ბიზნესმენ ასლანბეგ ახმედხანოვს ეკუთვნის.

კომენტარები

TOP გიორგი კაპანაძე 2023-06-04
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი კაპანაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

შემდეგი სტატია

გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

მსგავსი სტატიები

მივმართავ კანდიდატ „კლან“ მოსამართლეებს, თუ არ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება დაიმსხვრიოთ, გაემიჯნეთ და უარი თქვით კონკურსში მონაწილეობაზე

მივმართავ კანდიდატ „კლან“ მოსამართლეებს, თუ არ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება დაიმსხვრიოთ, გაემიჯნეთ და უარი თქვით კონკურსში მონაწილეობაზე

ირაკლი შალიკაშვილი 02 ივლ 2021
როდესაც შიგნით შენი მოქალაქეები და გარეთ ყველა მეგობარი ერთდროულად გიბრაზდება, ამით ქვეყანას აყენებ ზიანს, „ოცნებამ” საკუთარ თავს ხარაკირი გაუკეთა

როდესაც შიგნით შენი მოქალაქეები და გარეთ ყველა მეგობარი ერთდროულად გიბრაზდება, ამით ქვეყანას აყენებ ზიანს, „ოცნებამ” საკუთარ თავს ხარაკირი გაუკეთა

ირაკლი შალიკაშვილი 15 ნოე 2019
დავით უსუფაშვილი: … ქალბატონო სალომე, ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება უფრო წინ ყოფილიყავით

დავით უსუფაშვილი: … ქალბატონო სალომე, ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება უფრო წინ ყოფილიყავით

ნინო ჩხეიძე 31 მარ 2023

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge