ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფაში, რომელშიც საერთო ჯაში 3 მატარებელი მონაწილეობდა, დაღუპულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა. 900 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Dainik Jagran იუწყება.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 50 დაღუპულის შესახებ.
სწრაფი მატარებელი, რომელიც კალკუტიდან ჩინაიში მიდიოდა, სატვირთო შემადგენლობას დაეჯახა, რელსებიდან გადავიდა და შემდეგ კიდევ ერთი ექსპრესს დაეჯახა. ამჟამად კატასტროფის ადგილას სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნერენდრა მოდიმ მომხდართან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა.
კომენტარები