NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

03 ივნ 2023 საზოგადოება 291 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი უნივერსიტეტის დაზიანების მცდელობაზე საუბრობს. ნინო დობორჯგინიძე ეხმაურება რუსთავი 2-ზე გასულ სიუჟეტს, სადაც მას ნასამართლევს უწოდებენ და უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ.

ნასამართლეობის შესახებ ბრალდებას ნინო დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 2010 წელს ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც მისი დისშვილი დაიღუპა.

ილიაუნის რექტორის თქმით, უნივერსიტეტზე ფინანსური საფუძვლით თავდასხმის მიზეზი არ არსებობდა და ახლა გამოიკვეთა, რომ რეალური მიზანი “მისი ფსიქოლოგიური განადგურება და ამით უნივერსიტეტის, როგორც გამორჩეული ევროპული სივრცის, დაზიანებაა”.

“2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა.

იმედი მაქვს, ისინი ამ ბინძურ სიუჟეტს ვერ/არ ნახავენ, თვალს აარიდებენ. პირადად მე ამის შეხსენება არ მჭირდება, მე ამაში ვცხოვრობ 2010 წლის აგვისტოდან ყოველ წამს.

დღევანდელი სიუჟეტით ბოლოსდაბოლოს გაირკვა რეალური მიზეზი, რატომ დაესხნენ თავს ილიას უნივერსიტეტს. არანაირი ფინანსური საფუძველი რომ არ არსებობდა, თავადაც კარგად იცოდნენ.

ეს წინასწარი მოსამზადებელი ფაზა იყო ჩემი ფსიქოლოგიური განადგურებისთვის და ამით უნივერსიტეტის, როგორც გამორჩეული ევროპული სივრცის, დაზიანებისთვის.

ეს ტრაგედიაც მაძლევს ძალას, ბევრად უფრო მეტზე ვიფიქრო, ვიდრე ჩემი საკუთარი პრობლემებია.

რასაც დღეს ილიას უნივერსიტეტი აკეთებს, ის ყველას გვჭირდება, ქართულ საზოგადოებას სჭირდება და თუნდაც ასეთი არაადამიანური თავდასხმა ვერ შემიშლის ხელს, გავაგრძელო საქმიანობა, როგორც პროფესორმა და როგორც ამ უნივერსიტეტის რექტორმა.” – წერს ნინო დობორჯგინიძე.

ილიაუნის სტუდენტების ჯგუფი რექტორს, ნინო დობორჯგინიძეს, თანხის არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში სდებს ბრალს. ორგანიზაცია სტუდენტები სამართლიანობისთვის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ ნინო დობორჯგინიძე წარსულში ნასამართლევია და მას არ აქვს “მორალური და იურიდიული უფლება”, იყოს უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე.

“მივმართავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ნინო დობორჯგინიძეს, უარყოს ან დაადასტუროს ფაქტი, არის თუ არა ნასამართლევი. თუ ეს ფაქტი დადასტურდა, მაშინ რა მორალური და იურიდიული უფლებით არის ეს ქალბატონი ნინო დობორჯგინიძე დღეს, კიდევ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ჩვენ გვაინტერესებს სად დაიხარჯა 4 წლის განმავლობაში 318 მილიონი ლარი, რა აქტივობებში იყო დახარჯული ეს თანხა, თუმცა ამაზე ინფორმაცია დღეს კიდევ არ გვაქვს,” – აცხადებს სტუდენტი ენი ჩერქეზიშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

მომხდარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გიგა ზედანიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ესაა პირადი ტრაგედიის გამოყენება სამარცხვინო თავდასხმისათვის არა მხოლოდ ადამიანზე, არამედ ინსტიტუციაზეც”.

კომენტარები

TOP ნინო დობორჯგინიძე 2023-06-03
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნინო დობორჯგინიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

შემდეგი სტატია

ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

მსგავსი სტატიები

“სამთავრობო არხი რომ ღიად ასეთ პროპაგანდას ეწევა მტერი სახელმწიფოს სასარგებლოდ …”

“სამთავრობო არხი რომ ღიად ასეთ პროპაგანდას ეწევა მტერი სახელმწიფოს სასარგებლოდ …”

ნინო ჩხეიძე 07 თებ 2022
ანა ჯაბაური: არ მინდა, ვინმე თაღლითობის მსხვერპლი გახდეს – ინფორმაცია, რომ ცოტნესთვის ფულს ოჯახი აგროვებს, არის სიცრუე

ანა ჯაბაური: არ მინდა, ვინმე თაღლითობის მსხვერპლი გახდეს – ინფორმაცია, რომ ცოტნესთვის ფულს ოჯახი აგროვებს, არის სიცრუე

ნინო ჩხეიძე 24 იან 2023
სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი შალიკაშვილი 10 მაი 2021

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge