„Говорит Москва” – ამ წარწერის გამო, ბათუმში, აქციის მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს, – ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კირთაძემ „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
გიორგი კირთაძის თქმით, დაკავებულია ოთხი ახალგაზრდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც.
„მშვიდობიანი აქცია იყო, „Говорит Москва“ ეწერა ერთ-ერთს. მოვარდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები და აქცია დაარბიეს მონაწილეები დააკავეს. ჯამში 4 ადამიანია დაკავებული. ისინი არასრულწლოვნები არიან. პოლიციელები პლაკატებს უმოწმებდნენ. პლაკატი არ მოეწონათ და დაიჭირეს”,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.
როგორც კირთაძე ამბობს, მისთვის უცნობია სად იმყოფებიან ამ წუთებში დაკავებული პირები.
ამასთან, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, მურმან დუმბაძის ინფორმაციით, დაკავებულია აქციის კიდევ ორი მონაწილე, მათ შორის, მირდატ ქამადაძეც.
კომენტარები