ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში ზღაპრულ პრინცესას გავდა.
ხუთშაბათს, ქეითი დაესწრო იორდანიის პრინც ჰუსეინის ქორწილს ამანში, პრინც უილიამთან ერთად. უელსის პრინცესას საღამოს გამართულ ცერემონიაზე სამეფო საგანძურიდან ორი განსაკუთრებული სამკაული ეკეთა – დედოფალ მერის საყვარელი ტიარა და დედოფალ ელიზაბეთის საყურეები.
Queen Mary’s Lover’s Knot ტიარა ასევე პრინცესა დიანას ფავორიტი იყო და ქეითიც 2011 წლის ქორწილიდან მოყოლებული მას ხშირად ატარებს. თუმცა ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქეითმა ტიარა ბრიტანეთის გარეთ მოირგო, რადგან მანამდე იგი მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ღონისძიებებისთვის ეკეთა.
წყარო: People
კომენტარები