NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

01 ივნ 2023 პოლიტიკა 227 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი, ჩვენზე ძალიან უყვარს საქართველო? შენ მიხედე შენს საქმეს, რა! თუ არ გინდათ ჩვენი მიღება გვითხარით, თუ არადა, კანდიდატობა რამეა? სიმბოლოა, მაგრამ საქართველოში ლამის ორჯერ რევოლუცია მოაწყვეს – საერთოდ არ მინდა დაყვედრებული არაფერი. ჩვენ გავხდეთ ისეთი ძლიერები, აქეთ შეგვეხვეწონ მერე, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები, პირიქით, საზოგადოებაში პოლარიზაციას აჩენენ.

მეუფე იაკობის თქმით, „დღეს ჩვენი სინოდი ძალიან ძლიერია და არავის არ ჰქონდეს იმედი, რომ ვიღაცას ჩვენს ქვეყანას დავაჩაგვრინებთ“.

„ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი, ჩვენზე ძალიან უყვარს საქართველო? შენ მიხედე შენს საქმეს, რა. თუ არ გინდათ ჩვენი მიღება გვითხარით, თუ არადა, კანდიდატობა რამეა? – სიმბოლოა, მაგრამ საქართველოში ლამის ორჯერ რევოლუცია მოაწყვეს. პირიქით, ხალხის პოლარიზაციას აკეთებენ. მიმიღე და ერთმანეთს ხომ ვეღარ ეტყვიან, „რუსი ხარ, რუსი ხარ“. რას მატყუებ რა? შენზე მეტი ჭკუაც მაქვს და შენზე მეტიც გვინახავს ჩვენს ერს. სამი ათასი წლის ერი ვართ, ვიღაცა კი არ ვარ. ყველა იმპერიამ ჩვენზე გადაიარა, მაგრამ ისევ წელში გამართულები ვართ. სიმართლეს გეტყვით, მე ძალიან ბევრი რამ მომწონს დასავლეთში. არის რაღაცები, რასაც არც მივიღებ და ვერც მიმაღებინებენ. ღვთის საწინააღმდეგო რაც არ არის, იმას ყველაფერს მივიღებ, მაგრამ ღვთის საწინააღმდეგო რაც არის, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, არა! …იცოდნენ, ძალიან მკაცრები ვიქნებით ყველას მიმართ! მიგვიღებენ, მიგვიღებენ და თუ არ გვიღებენ, რევოლუცია ხომ არ უნდა მოვაწყოთ? რატომ არ გვიღებენ მითხარით, რა? რატომ არ უნდა მიგვიღონ? მე ხომ არ ვაბრალებ „ამას მიკეთებ, იმას მიკეთებ“. რატომ არ მიღებ, რა? მე საერთოდ არ მინდა დაყვედრებული არაფერი. ჩვენ გავხდეთ ძლიერები. ნუ ვჭამთ ერთმანეთს. ჩვენ გავხდეთ ისეთი ძლიერები, აქეთ შეგვეხვეწონ მერე. ცოტა გადავხედოთ ჩვენს თავს, ცოტა სხვანაირები გავხდეთ და უცხოელებსაც ყველამ მოვთხოვოთ, რომ ვინც ვართ, ისე მოგვექცნენ და არა ისე, ვიღაცა ჭორიკნები რომ დარბიან, პოლიტიკოსები რომ ჰქვიათ და იმათ ჭკუაზე რომ დადიან,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, როგორც მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას არ შეეგუება.

„საქართველო არ შეეგუება რამის დაკარგვას. არავინ არაფერს ისე არ დაგვიბრუნებს ჩვენ მაგრამ, ჩვენ უნდა ვანახოთ აფხაზებს, ჩვენს ძმებს, ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს, ჩვენს ოს ძმებს, შიგნით როგორი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ წლები ერთმანეთის ჭამა, როგორ გინდა რომ ისინი შენთან შემოვიდნენ? ისე რატომ უნდა ვიქცეოდეთ, რომ იმ დამპყრობელ რუსთან ყოფნა ერჩივნოთ, ვიდრე ჩვენთან?“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

TOP მეუფე იაკობი 2023-06-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მეუფე იაკობი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

შემდეგი სტატია

ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

მსგავსი სტატიები

კარასინი: ჩვენ ვფიქრობთ ჟენევის დისკუსიების რეფორმირებაზე

კარასინი: ჩვენ ვფიქრობთ ჟენევის დისკუსიების რეფორმირებაზე

სოსო ელისაშვილი 28 მარ 2018
ამნისტიის შესახებ “ქართული ოცნების” კანონპროექტი უფრო ახლოს არის შარლ მიშელის დოკუმენტთან, ვიდრე ოპოზიციის

ამნისტიის შესახებ “ქართული ოცნების” კანონპროექტი უფრო ახლოს არის შარლ მიშელის დოკუმენტთან, ვიდრე ოპოზიციის

ირაკლი შალიკაშვილი 04 ივნ 2021
წარმოუდგენელია მოძალადეს ჰქონდეს მანდატი“ – ოპოზიცია ჯიშკარიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

წარმოუდგენელია მოძალადეს ჰქონდეს მანდატი“ – ოპოზიცია ჯიშკარიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

ირაკლი შალიკაშვილი 09 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge