NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

30 მაი 2023 პოლიტიკა 225 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გამალებით ანგრევენ ევროკავშირთან და პარტნიორებთან ნაშენებ ურთიერთობებს, რასაც აქამდე მოუღწევია, მათ შორის უვიზო მიმოსვლა დარტყმის ქვეშ არის დაყენებული, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ქართველი ხალხის ზურგს უკან აწარმოებენ მოლაპარაკებებს რუსეთთან, რაც საგანგაშოა პარტნიორებისთვის.

“დღეს არამხოლოდ კანდიდატის სტატუსს ექმნება საფრთხე, არამედ სუვერენიტეტს და ევროკავშირთან ურთიერთობების სამომავლო გაუმჯობესება კი არა, აქამდე რასაც მიუღწევია, მათ შორის უვიზო მიმოსვლა არის უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ და დარტყმის ქვეშ დაყენებული “ქართული ოცნების” სრულიად გამიზნული პოლიტიკის შედეგად. ისინი გამალებით ანგრევენ ნაშენებ ურთიერთობებს ევროკავშირთან და პარტნიორებთან.

ტყუილია ის, რომ რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება და ამათ სხვა გზა არ ჰქონდათ. რიტორიკულ კითხვას ვსვამ – პუტინმა ერთპიროვნულად რომ გადაწყვიტოს, რომ საქართველოში მოფრინავს “აზიმუტით”, რას აპირებს ხელისუფლება?” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

როგორც ცნობილია, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დემარში ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით განხორციელდა.

კომენტარები

TOP ანა ნაცვლიშვილი 2023-05-30
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანა ნაცვლიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

შემდეგი სტატია

ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

მსგავსი სტატიები

“ნაცმოძრაობა“ თბილისს გარეთ 22-ვე ოლქში მაჟორიტარებს დააყენებს, სხვა პარტიებს მოვუწოდებთ, შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე

“ნაცმოძრაობა“ თბილისს გარეთ 22-ვე ოლქში მაჟორიტარებს დააყენებს, სხვა პარტიებს მოვუწოდებთ, შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე

ირაკლი შალიკაშვილი 27 ივლ 2020
თბილისის საკრებულოს კიევის მხარდამჭერ მიმართვაში რუსეთი ნახსენები არ არის

თბილისის საკრებულოს კიევის მხარდამჭერ მიმართვაში რუსეთი ნახსენები არ არის

ნინო ჩხეიძე 27 იან 2022
არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ თამაშობს

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ თამაშობს

ნინო ჩხეიძე 12 ივლ 2023

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge