NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი კობახიძე: სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, 26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში? – „ნაციონალები“ არიან უსამშობლოები, ისინი არიან ბოლშევიკები

ირაკლი კობახიძე: სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, 26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში? – „ნაციონალები“ არიან უსამშობლოები, ისინი არიან ბოლშევიკები

28 მაი 2023 პოლიტიკა 193 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

26 მაისს ვარჯიში არ შეიძლება?! აღლუმზე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო. რა შუაშია აქ ვარჯიში. სპეკულაციაა ამაზე საუბარი , – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიმდინარეობისას სპორტდარბაზში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოსურათები, სადაც აუზზე იმყოფება, პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო.

„26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე კონსტიტუციური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ და არა პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე, ამ ღონისძიებას მე არც შარშან დავსწრებივარ და არც წელს დავსწრებივარ, ეს ყველამ იცოდა. შესაბამისად, აბსოლუტურად ხელოვნური იყო ის აჟიოტაჟი, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ. გარდა ამისა, მე მინდა ამ მაგალითზე კიდევ ერთხელ ვაჩვენო „ნაცმოძრაობის“ სახე. რეალურად სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მათი წარსულის და 2012 წლამდე. რაც შეეხება ამ შემთხვევას, საინტერესოა დეტალი არის ის, რომ პირადად ელენე ხოშტარიას დედამ ეს ფოტოები გადაიღო, ეს ყველაფერი მათ სახეს აჩვენებს.

სპეკულაცია არის ხელოვნური და რატომ? იმიტომ, რომ ცურვასთან და ვარჯიშთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, რომ მე ამ ღონისძიებას არ ვესწრებოდი. ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე არის კონსტიტუციური თანამდებობის პირები. შესაბამისად, სპეკულაცია იმაზე საუბარი, რომ თითქოს ამ ღონისძიებაზე ცურვასთან ან ვარჯიშთან რაიმე კავშირი ჰქონდა ჩემს არ დასწრებას.

26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში?! აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო. რა შუაშია აქ ვარჯიში. სპეკულაციაა ამაზე საუბარი. ვარჯიშთან არაფერ კავშირში არ იყო ჩემი იმ ღონისძიებაზე არ მისვლა. ისედაც ამ ღონისძიებებს არ ვესწრები. რაც შეეხება ცურვას და ვარჯიშს, ეს არის თანაბრად, როგორც ჩემი უფლება, ასევე ხოშტარიას დედის უფლება. სხვას უსამშობლოს, რომ დაუძახებ, აქ არაფერი საინტერესო არ არის. ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალები“ არიან უსამშობლოები, რადგან ისინი არიან ბოლშევიკები და ისინი მტრობენ ქართულ სახელმწიფოს, ამას აკეთებენ 2004-დან 2012 წლამდე. მათ შორის, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20%-ი რუსეთის ფედერაციას ჩააბარეს და ამას აგრძელებენ ისევ დღემდე. ისინი უცხოელი აგენტები არიან“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

TOP ირაკლი კობახიძე 2023-05-28
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვალერი ზალუჟნი: მოვიდა დრო დავიბრუნოთ ის რაც ჩვენია! (ვიდეო)

შემდეგი სტატია

კობახიძე: პუტინი როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა… ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს

მსგავსი სტატიები

საგარეო უწყება: ცხრა წლის თავზე რუსეთი კვლავ არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს

საგარეო უწყება: ცხრა წლის თავზე რუსეთი კვლავ არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს

სოსო ელისაშვილი 07 აგვ 2017
ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

ნინო ჩხეიძე 30 ივნ 2022
ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩის“ საპარლამენტო სიის პირველი 10 პოლიტიკოსი წარმოადგინა

ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩის“ საპარლამენტო სიის პირველი 10 პოლიტიკოსი წარმოადგინა

ნინო ჩხეიძე 30 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge