უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი თავის Telegram-ის არხზე ვიდეოს აქვეყნებს და მიანიშნებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა გარდაუვალია.
“დრო მოვიდა, რომ დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია” – წერს ზალუჟნი.
ტექსტის პარალელურად ზალუჟნის Telegram-ის არხზე ჩანს ვიდეო, რომელშიც უკრაინელი ჯარისკაცები მზის ამოსვლისას ვარჯიშობენ. ამასთან, ვიდეოში დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობაც ჩანს.
კომენტარები