NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გედევან ფოფხაძე: საქართველო ვერ წავა პრორუსული მიმართულებით, რუსულ ორბიტაზე ვერ დარჩება – ქვეყანა და ნიკა გვარამიაც ძალიან მალე გათავისუფლდება

გედევან ფოფხაძე: საქართველო ვერ წავა პრორუსული მიმართულებით, რუსულ ორბიტაზე ვერ დარჩება – ქვეყანა და ნიკა გვარამიაც ძალიან მალე გათავისუფლდება

27 მაი 2023 პოლიტიკა 223 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თეორიულად გამოვრიცხავ იმას, რომ ნიკა შესაძლოა წლის ბოლომდე პატიმრობაში დარჩეს. მგონია, ძალიან მალე ნიკა თავისუფალი იქნება. გასაგებია, რომ ნიკა ციხეშია. მაშინ, ალბათ, ნიკა მარტო აღარ იქნება ციხეში, ბევრი სხვა მივემატებით მას და ეს იქნება ფართო მასშტაბიანი რეპრესიების წინაპირობა, პუტინის სტილში, – ამის შესახებ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განუცხადა, სადაც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური რიტორიკიდან გამომდინარე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალების აქტს ექნებოდა ლოგიკური გაგრძელება.

„მეორე მხრივ, არის სანქცირებული მოსამართლეები, მათი პოლიტიკური დამკვეთები მათკენ აპელირებას ამ ქვეყანაში საერთოდ არანაირი აზრი არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ამ მოთხოვნის გაჟღერებისთვის პრეზიდენტის რეზიდენცია არის სწორი ლოკაცია, ჩვენ, ამ შემთხვევაში, ვსაუბრობთ ინსტიტუციაზე და არა პერსონალზე. ჩვენ პირადად სალომე ზურაბიშვილს არ ვეხებით, ვსაუბრობთ იმაზე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ისეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტპატიმარი და არის მართლმსაჯულება, რომელსაც დასავლეთმა შესაბამისი ადეკვატური შეფასება მისცა, პრეზიდენტი თავისი შეწყალების ინსტიტუტით შეიძლება გამოსავალი ყოფილიყო, რომ მე-7 რეკომენდაცია შესრულებულიყო და ქვეყანაში არ ყოფილიყვნენ პოლიტიკური პატიმრები.

თეორიულად გამოვრიცხავ იმას, რომ ნიკა შესაძლოა წლის ბოლომდე პატიმრობაში დარჩეს, მგონია, ძალიან მალე ნიკა თავისუფალი იქნება. გასაგებია,რომ ნიკა ციხეშია. მაშინ, ალბათ, ნიკა მარტო აღარ იქნება ციხეში, ბევრი სხვა მივემატებით მას და ეს იქნება წინაპირობა ფართომასშტაბიანი რეპრესიების, პუტინის სტილში იმიტომ, რომ მე არ მგონია, საზოგადოებამ დიდი ხანი მოითმინოს საქართველოში ევროპული არჩევანის საბოტაჟი. მე ამ სცენარს გამოვრიცხავ, პირდაპირ გეტყვით. საქართველო ვერ წავა პრორუსული მიმართულებით, რუსულ ორბიტაზე ის ვერ დარჩება. საქართველო ძალიან მალე გათავისუფლდება, ნიკაც თავისუფალი იქნება და საქართველოც. მე ამაში იმდენად დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ვერსიებს არ განვიხილავ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

TOP გედევან ფოფხაძე ნიკა გვარამია 2023-05-27
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გედევან ფოფხაძე ნიკა გვარამია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბრაზილიის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს რუსეთში ვიზიტზე უარი უთხრა

შემდეგი სტატია

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო (ფოტოები)

მსგავსი სტატიები

ნინო ლომჯარია ნინო წილოსანს: დიახ, მინდა, რომ ხალხს დავამახსოვრდე სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა სააკაშვილის და ნებისმიერი ადამიანის უფლებებსაც, რომლის დაცვაც შეიძლება თქვენთვის არ იყო მისაღები

ნინო ლომჯარია ნინო წილოსანს: დიახ, მინდა, რომ ხალხს დავამახსოვრდე სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა სააკაშვილის და ნებისმიერი ადამიანის უფლებებსაც, რომლის დაცვაც შეიძლება თქვენთვის არ იყო მისაღები

ნინო ჩხეიძე 07 ოქტ 2022
საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ხუთი კანდიდატი წარედგინა

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ხუთი კანდიდატი წარედგინა

ირაკლი შალიკაშვილი 15 იან 2020
„ენმ ელის ვანო მერაბიშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“

„ენმ ელის ვანო მერაბიშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“

28 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge