ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ უცნობებთან საუბარი ადამიანებს აბედნიერებს. თუ ფესტივალზე იმყოფებით, პარკში სეირნობთ, საგანმანათლებლო კურსებზე დადიხართ ან სხვა სოციალურ აქტივობებში ხართ ჩართული, ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან საუბარი მკვეთრად გააუმჯობესებს თქვენს განწყობას.
ასევე მოხალისეობრივი საქმიანობა გეხმარებათ გახდეთ უფრო ბედნიერები და აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობას. როგორც ამბობენ, სიკეთე გადამდებია. ადამიანების დახმარება და მათთვის სიხარულის მინიჭება ამცირებს დეპრესიის, შფოთვის და სტრესის დონეს.
ჟურნალის წერა თქვენი ემოციების, ფიქრების, თავსგადამხდარი ამბების შესახებ ნეგატივისა და სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ და თავს უფრო თავისუფლად იგრძნობთ.
ვარჯიში და ბუნებაში სიარული თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ეს არა მხოლოდ ფიზიკურ, მენტალურ ჯანმრთელობასაც მკვეთრად აუმჯობესებს და განწყობის ამაღლებაში გეხმარებათ.
და ბოლოს, კარგი და სწორი ძილის რუტინა. დღე-ღამის განმავლობაში 7-8 საათი მაინც უნდა გეძინოთ, ეს აუცილებელია, თქვენი ჯანმრთელობისთვის. უძილობა სტრესს, შფოთვას, დეპრესიას, მეხსიერების დაქვეითებას და ზოგჯერ ჰალიცინაციებსაც კი იწვევს. ამიტომ ძილი მნიშვნელოვანია.
წყარო: Best Life
კომენტარები