NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»„ჯორჯიან ეარვეისი“: იძულებული ვარ მივმართო და ვთხოვო ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს კონსტიტუციის მიხედვით და დამნაშავეები დასაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით

„ჯორჯიან ეარვეისი“: იძულებული ვარ მივმართო და ვთხოვო ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს კონსტიტუციის მიხედვით და დამნაშავეები დასაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით

25 მაი 2023 საზოგადოება 244 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თქვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი მოვარდა კომპანიის ოფისთან ლაყე კვერცხების სროლით და შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელით იმის გამო, რომ ჩვენ დავნიშნეთ პირდაპირი ავიარეისები რუსეთის მიმართულებით. იბადება შეკითხვა: რუსეთის მიმართულებით დღემდე არ სრულდებოდა რეისები და არ დაფრინავდა ხალხი? საზღვრები ხომ არავის ჩაუკეტავს?, – ასე მიმართავს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ოპოზიციას.

„ასე მოგმართავთ, – ჩემო ქართველებო! ძალიან გამაკვირვა თქვენმა წონასწორობიდან გამოსულმა და რადიკალურმა ქმედებებმა ქართული ავიაკომპანიის წინააღმდეგ, რომელიც უკვე ოცდაათი წელიწადია მოღვაწეობს და მრავალი ჭირ-ვარამი აქვს გამოვლილი – დაწყებული, აფხაზეთის ომით და, დამთავრებული, 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებით, სადაც უყოყმანოდ და დიდი რისკის ფასად იდგა ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. თქვენ კი, რა გააკეთეთ? შეურაცხყოფა მიაყენეთ კომპანიას, მის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, რომლებიც გმირობას სჩადიოდნენ ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენების დროს. თქვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი მოვარდა კომპანიის ოფისთან ლაყე კვერცხების სროლით და შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელით იმის გამო, რომ ჩვენ დავნიშნეთ პირდაპირი ავიარეისები რუსეთის მიმართულებით.

იბადება შეკითხვა: რუსეთის მიმართულებით დღემდე არ სრულდებოდა რეისები და არ დაფრინავდა ხალხი? საზღვრები ხომ არავის ჩაუკეტავს?! თუ შეგვიძლია ვიფრინოთ აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის გავლით, პირდაპირი რეისი რას აშავებს? მაინც და მაინც სხვების მიწას უნდა შეეხოს თვითმფრინავის ბორბლები, რომ რუსეთში გაფრენის უფლება მოიპოვოს? ხედავთ, რა აბსურდამდე მიხვედით?! თვითმფრინავმა რატომ არ შეიძლება იფრინოს პირდაპირ, თუკი ყველა სხვა სახის ტრანსპორტისთვის გზა ღიაა?! რატომ გინდათ, რომ თვითმფრინავი გამონაკლისი იყოს?! ამით ხომ მხოლოდ ქართველ ხალხს აწვალებთ. თქვენ მიერ ნაკარნახევი ფრენის ეს რეჟიმი სახელმწიფოს მეთაურებს ხომ არ ეხება, ეს წვალება, რომელსაც თქვენ ქადაგებთ, მხოლოდ ხალხის კისერზე გადავა.

ამას გარდა, მინდა გაგახსენოთ 2008 წლის მოვლენები, როდესაც ფრენები რუსეთმაც აკრძალა და არცერთი უცხოური ავიაკომპანია, „ჯორჯიან ეარვეისის“ გარდა, საქართველოში ორი თვის განმავლობაში არ დაფრინავდა. მაშინ იზოლაციას სწორედ „ჯორჯიან ეარვეისმა“ გადაგვარჩინა.

2008 წლის ომში დამარცხებულმა მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსთაველზე აღლუმი ჩაატარა და დამარცხება გამარჯვებად შემოგვასღა; რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა;, საჰაერო ფრენები აღადგინა; თითქმის ყველა სტრატეგიული დარგი რუსეთს მიჰყიდა; საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას ხელი მოაწერა და მათთან თანამშრომლობის ყველა ფორმა, გარდა დიპლომატიურისა, შეინარჩუნა. რატომ არ აპროტესტებდით და აპროტესტებთ ყველაფერ ამას?

კარგით, ეს თქვენ სინდისზე იყოს, მაგრამ თქვენგან მინდა მოვისმინო განმარტება – რას ნიშნავს დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რისთვისაც თქვენ ასე თავგამოდებით იბრძვით? დემოკრატია ხომ იმას ნიშნავს, რომ მე თქვენს აზრს უნდა ვცე პატივი და, პირიქით, თქვენ ჩემ აზრს უნდა სცეთ პატივი. თუ არ ვეთანხმებით ერთამენთის აზრს, დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს გამოხატვის წესი – შეგიძლია დადგე ტროტუარზე, აწიო ტრანსპარანტი და გააპროტესო, ვთქვათ, რუსეთის მიმართულებით ფრენა. ოღნდ ეს არ უნდა გადაიზარდოს მუქარაში, შეურაცხყოფაში, კვერცხებისა და ქვების სროლასა და ძალადობრივად თქვენი აზრის სხვისთვის თავზე მოხვევაში, ტურისტებისთვის სასტუმროებში მივარდნასა და ა.შ., რაც კანონის სერიოზული დარღვევაა. შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ მეორე ფრონტსაც გახსნიდნენ საქართველოში.

ამის გამო იძულებული ვარ მივმართო და ვთხოვო ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს კონსტიტუციის მიხედვით და დამნაშავეები დასაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე. ხელისუფლება მხოლოდ თვითონ კი არ უნდა იყოს დემოკრატიული, იგი ვალდებულია ყველა ის ჯგუფი, რომელიც გადის დემოკრატიის ჩარჩოებიდან, კანონით დაშვებული მეთოდების გამოყენებით დააბრუნოს ამ ჩარჩოებში. ეს დემოკრატიის ანბანია.
ხელისუფლება თუკი ვერ ახერხებს საზოგადოების დემოკრატიულად განვითარებას, მოძალადე უმცირესობის დასჯას კანონის შესაბამისად, მან უნდა დაუთმოს გზა ოპოზიციას, რომლებიც რუსეთთან შესანიშნავად ბიზნესურთიერთობასაც ახერხებდა, და დამნაშავეებთან ერთად უდანაშაულო ადამიანებსაც კარგად სჯიდა.
ასეთ შემთხვევაში დავბრუნდებით იქ, სადაც ვიყავით 2008-2010 წ. თამაზ გაიაშვილი“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

TOP ჯორჯიან ეარვეისი 2023-05-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ჯორჯიან ეარვეისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„თეგეტა ქარს“ Unicef-ისა და BTU-ს საგანმანათლებლო პროექტში ერთვება

შემდეგი სტატია

მედია: სროლა ვაკეში

მსგავსი სტატიები

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

ირაკლი შალიკაშვილი 31 აგვ 2021
ზურაბ გურული:  კორონა ბევრნაირად კლავს და უფრო მეტს კლავს მაშინ, როცა ინტელექტუალურ ბრძოლაში უგებს ადამიანთა სამყაროს

ზურაბ გურული: კორონა ბევრნაირად კლავს და უფრო მეტს კლავს მაშინ, როცა ინტელექტუალურ ბრძოლაში უგებს ადამიანთა სამყაროს

ნინო ჩხეიძე 23 აგვ 2020
26 მაისს თბილისში, გარკვეულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

26 მაისს თბილისში, გარკვეულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

ნინო ჩხეიძე 21 მაი 2022

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge