NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის წინ აღმართულია ეროვნული და ევროკავშირის დროშები, თუ ვინმე დროშას ეძებს, თვალები გაახილოს

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის წინ აღმართულია ეროვნული და ევროკავშირის დროშები, თუ ვინმე დროშას ეძებს, თვალები გაახილოს

25 მაი 2023 საზოგადოება 222 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუკი ვინმეს ელეთმელეთი ემართება ქართული დროშის დანახვაზე, დაჯდეს სახლში და 26 მაისს, საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქართულ დროშას დაინახავს საქართველოს ქუჩებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიწერილი ერთობლივი წერილი, ჯერ არ მიუღია და ამის შესახებ მედიიდან გაიგო.

“ფაქტი, რომ მედიაში ეს ტექსტი უფრო მალე აღმოჩნდა, ვიდრე ჩემთან აჩვენებს, აჩვენებს რა იყო მომართვის მიზანი, საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასეროზულია ოპოზიცია.

ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რომლებსაც არანაირი კავშირი აქვს ევროპასთან. ამ წერილის ინიციატორები ( ეს წერილი მე არ მიმიღია მედიით ვნახე) ეს ადამიანები პარლამენტის სხდომაზე გამოდიან და პათეტიკური ტონით საუბრობენ დეპოლარიზაციაზე და ამავე დროს, „ლელოს“ შეეხება განსაკუთრებით, გეგმავენ ხვალ, 26 მაისი ჩააშხამონ ქართველ მოქალაქეებს, მაშინ, როდესაც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. დგანან და არარსებულ პრობლემებს იგონებენ, ამაზე შემდეგ თვითონ ნერვები ეშლებათ, შემდეგ თვითონვე იწყებენ ამაზე კამათს და სხვებსაც ნერვებს უშლიან. ასეთი დამოკიდებულება არასერიოზულია. იოტისოდენა პატივისცემაც კი არ აქვთ 26 მაისის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამაში ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები.

„გარდა ამისა, კიდევ უფრო მეტად იმედგამაცრუებელია, რომ ამ დეზეინფორმაციულ პროპაგანდაში ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ორგანიზაციები, რომლებზეც უცხო ქვეყნის ფული იხარჯება. ორგანიზაციები, რომელშიც დონორები ხარჯავენ ფულს, ეს ორგანიზაციები დგანან და საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ასეთ ისტერიას მართავენ და შემდეგ იმ დონორების წარმომადგენლები თუ საელჩოების წარმომადგენლები ხვალ ტრიბუნაზე ისხდებიან და აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას, ამის პარალერულად მათ მიერ დაფინასებული ენჯეოები ისტერიკას მოაწყობენ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც ადასტურებს არაკეთილსინდისიერ დახმარებას ქვეყნისთვის. უცხოური ქვეყნის ფული და მოქალაქეების ფული არ უნდა იხარჯებოდეს იმაში, რომ მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეებს ჩააშხამონ მისი ეროვნული დღესასწაული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართულია ორი დროშა: საქართველოს ეროვნული დროშა და ევროკავშირის დროშა, „თუკი ვინმე დროშას ეძებს , თვალები გაახილოს და დაინახავს ამ დროშას“.

„რაც შეეხება დეკორაციებს, დეკორაციები ყოველ წელს თემატურია და ყოველ წელს შეესაბამება შესაბამის თემას. თუკი ვინმეს ელეთ-მელეთი ემართება ქართული დროშის დანახვაზე, დაჯდეს სახლში და 26 მაისს, საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, იმიტომ რომ ძალიანბევრ ქართულ დროშას დაინახავს საქართველოს ქუჩებში.

მივმართავ მოქალაქეებს, ჩვენს ოპოზიციას , ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ერთადერთი მიზანი აქვს , რამე მოიფიქრონ, რომ არიონ, ხალხს ნერვები მოუშალონ, ცუდ განწყობაზე დააყენონ . ხვალ უდიდესი ზეიმი გვაქვს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე. აცადონ ქართველ ხალხს საკუთარი ეროვნული დღესასწაული აღნიშვნა. აცადონ, როგორც ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ასევე იმ ენჯოებმა, რომლებმაც უცხოური ფული სად წაიღონ არ იციან . ნაცვლად იმისა რომ საკუთარ მოქალქეებს ნერვები უშალონ, დასხდნენ თავის ოფისებში, დასხდნენ თავის სახლებში, თუკი ქართული დროში დანახვა არ სიამოვნებთ, იყვენ სახლში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

TOP შალვა პაპუაშვილი 2023-05-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP შალვა პაპუაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედია: სროლა ვაკეში

შემდეგი სტატია

გიორგი გამსახურდია: ჩემს ბიოლოგიურ დედას ზვიადსა და ჩვენს ოჯახზე არცერთ მტერზე ნაკლები არ დაუშავებია

მსგავსი სტატიები

იაგო ხვიჩია: ასეთი იდიოტობები ნარკოპოლიტიკაში ხოცავს ადამიანებს (ვიდეო)

იაგო ხვიჩია: ასეთი იდიოტობები ნარკოპოლიტიკაში ხოცავს ადამიანებს (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 28 ივლ 2023
დღეიდან თბილისის პარკირების მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს

დღეიდან თბილისის პარკირების მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს

10 აპრ 2018
სალომე ზურაბიშვილი ნიკა რურუას ოჯახს უსამძიმრებს

სალომე ზურაბიშვილი ნიკა რურუას ოჯახს უსამძიმრებს

04 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge