მოცემულობა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები უკვე დიდი ხანია მოქმედებს. ეს არის დე ფაქტო სანქციები, რომლებიც მოქმედებს შვეიცარიული ბანკის მეშვეობით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილმა წერილით გაახმოვანა ის ინფორმაცია, რაც უკავშირდებოდა მასთან კონკრეტულ კომუნიკაციას და მან აღნიშნა, რომ მის მიმართ არის კონკრეტული მოთხოვნა და ის არცერთ შემთხვევაში არ შეასრულებს ისეთ მოთხოვნას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ვერავითარი სანქციისა და შანტაჟის ქვეშ ბიძინა ივანიშვილს ვერ აიძულებენ, რომ ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას. ისინი პირდაპირ ითხოვენ მეორე ფრონტს საქართველოში, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი, მეორე მხრივ ცდილობენ შანტაჟის ინსტრუმენტი აამოქმედონ. როდესაც ერთი მხრივ ითხოვენ მეორე ფრონტს და მეორე მხრივ ცდილობენ შანტაჟის ინსტრუმენტი აამოქმედონ, აქ ძალიან ნათლად ჩანს რა არის მათი ინტერესი. მათ სურთ დაშანტაჟება მეორე ფრონტის სანაცვლოდ“, – აღნიშნა კობახიძემ.
კომენტარები