NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზვიად ძიძიგური: სადღესასწაულო გაფორმებაში ევროკავშირის დროშა აღარ მონაწილეობს, რაც მიზეზის გარეშე არ ხდება

ზვიად ძიძიგური: სადღესასწაულო გაფორმებაში ევროკავშირის დროშა აღარ მონაწილეობს, რაც მიზეზის გარეშე არ ხდება

25 მაი 2023 პოლიტიკა 169 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრს ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის 250 – წლიანი ისტორიის განმავლობაში, ერთი წელი არ ყოფილია, რომ რუსეთს პარტნიორული ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოსთან.

როგორც ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ამწვავებს ევროკავშირის სახელმწიფოებთან და აშშ-სთან ურთიერთობებს და კანდიდატის სტატუსის მიღებას.

„ევროკავშირის დროშა იქ კიდია, მაგრამ ის დროშა, რომელიც მუდმივად ეკიდა. სადღესასწაულო გაფორმებაში ევროკავშირის დროშა, ახალი ფორმატით, აღარ მონაწილეობს. ეს, რა თქმა უნდა, მიზეზის გარეშე არ ხდება. ამას თავისი მარტივი მიზეზი აქვს, ხელისუფლება რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ორცეცხლშუა, წვალობს. არც ევროპასთან უნდა საბოლოოდ გაწყვიტოს ურთიერთობა, თუმცა ვხედავთ, რომ მისი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ამწვავებს ევროკავშირის სახელმწიფოებთან და ამერიკასთან ურთიერთობებს და ართულებს კანდიდატის სტატუსის მიღების ნაწილსაც. ამავე დროს ხელისუფლებას უნდა, რომ რუსეთს დაანახოს – ისე არ ვაკეთებ, როგორც უნდათ. ორცეცხლსშუა“, – განაცხადა ძიძიგურმა.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

„როგორც კი მომწიფდება კანდიდატის სტატუსის მიღების დრო, ყოველთვის ისეთს აკეთებენ, რომ მეტად გაართულონ ურთიერთობა. აშკარაა, რომ ხელისუფლებას არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

რუსულ-ქართული ურთიერთობის 250 წლიანი ისტორია გვაქვს. ამ 250 წლის განმავლობაში, ერთი წელი არ ყოფილია, რომ რუსეთს პარტნიორული ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოსთან.

რუსეთის არსებობის განმავლობაში, როდის მომხდარა რამეს თათი დაადო და უკან დათმო, ასეთი რამ ისტორიაში არ არსებობს. ამ საკითხებს უფრო პრაგმატულად უნდა შევხედოთ და ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ის , რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს: ჩვენ გვჭირდება ინტეგრაცია დასავლურ სამყაროსთან და მეგობრობა აშშ-თან – ეს არის ერთადერთი დაცვა.

ჩვენ უკვე ვნახეთ, რას ნიშნავს რუსული ჩექმა და ილუზიები, რომ რუსეთთან მეგობრობით, შეიძლება რამე პოზიტიურს მიაღწიო შენი ქვეყნის განვითარებაში, ეს აპრიორი საქართველოში მიღებულია, როგორც აქსიომა“, – განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

TOP ზვიად ძიძიგური 2023-05-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ზვიად ძიძიგური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა ხაზარაძე: საქართველოს არ დავუთმობთ რუსულ იმპერიას!

შემდეგი სტატია

მიხეილ სააკაშვილი: ჩემთან იმყოფებოდა ანდრეი კასიანოვი – ბევრი ვისაუბრეთ უკრაინისა და საქართველოს პერსპექტივებზე

მსგავსი სტატიები

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია – ოპოზიცია გენერალურ პროკურორს პარლამენტში იბარებს

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია – ოპოზიცია გენერალურ პროკურორს პარლამენტში იბარებს

ირაკლი შალიკაშვილი 03 ივნ 2019
“რაც კვირიკაშვილი აღარ არის პრემიერი, ქვეყანაში გაჩნდა ავტორიტარიზმის ნიშნები” – გოგიჩაიშვილი გეგიძის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

“რაც კვირიკაშვილი აღარ არის პრემიერი, ქვეყანაში გაჩნდა ავტორიტარიზმის ნიშნები” – გოგიჩაიშვილი გეგიძის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

ირაკლი შალიკაშვილი 19 აგვ 2019
ვახტანგ შაქარიშვილი: „სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე გადის“

ვახტანგ შაქარიშვილი: „სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე გადის“

22 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge