გასაკვირი არ არის, რომ პირველ ადგილს ვერძი იკავებს. სამწუხარო ისაა, რომ მას შეუძლია ამ თვისების გავლენის ქვეშ სხვა ადამიანებიც მოაქციოს. იგი ჯერ მოქმედებს, ხოლო შემდეგ ფიქრობს. ან, შესაძლოა, არც შემდეგ იფიქროს მოსალოდნელ შედეგებზე. როგორც ცეცხლის ნიშნისთვის, მისთვის მთავარი მოქმედებაა.
მშვილდოსანი ძალიან პოზიტიური ნიშანია და იღბალიც ხშირად მის მხარესაა. მას უყვარს მოულოდნელი და ამაღელვებელი თავგადასავლები. ამიტომ გადაწყვეტილებებს ზოგჯერ იმპულსურად იღებს. შესაძლოა, დილით გაიღვიძოს, ყველა საქმე გადადოს და სამოგზაუროდ წავიდეს.
ლომს არ ეშინია პრობლემებში გახლართვის. მას ურჩევნია რისკზე წავიდეს და გამოწვევა დაისახოს, ვიდრე დიდხანს იფიქროს, გარემოებებზე და შედეგებზე. მას მაღალი თვითშეფასება და საკუთარი თავის მიმართ დიდი რწმენა აქვს. სჯერა, რომ სამყარო მხარს უჭერს, ამიტომ ხშირად ემოციურად იღებს გადაწყვეტილებებს.
წყარო: Best Life
ფოტო: Shutterstock
კომენტარები