საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით შუახნის ქალის ცხედარი მდინარე იორთან იპოვეს, მას ძალადობის კვალი აღენიშნება.
გარდაცვლილი უზბეკეთის მოქალაქეა.
პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავა.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები