ვერძი ის ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც ომთან და ბრძოლასთან ასოცირდება. მას პლანეტა მარსი მართავს. ამავდროულად იგი ცეცხლის ნიშანია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ კონფლიქტურია და ადვილია მისი გაბრაზება. მას დიდად არ ადარდებს რას ფიქრობენ ან გრძნობენ სხვა ადამიანები, მუდამ იმას აკეთებს, რაც სწორად მიაჩნია და ზოგჯერ ავიწყდება, რომ ამან შეიძლება სხვას ზიანი მიაყენოს, რაც ხშირად კონფლიქტით მთავრდება.
ვერძზე არანაკლებ კონფლიქტურია მორიელიც. მას ყველას და ყველაფრის გაკონტროლების სურვილი აქვს, ამიტომ ხშირად ეხვევა წინააღმდეგობრივ სიტუაციებში. ეს ზოდიაქოს ნიშანი არასდროს ენდობა ადამიანებს, მას ყოველთვის აქვს რაღაც დამალული. სხვებისგან კი მაქსიმალურ გულწრფელობას მოითხოვს.
მშვილდოსანი ზოდიაქოს ყველაზე თავისუფალ, პოზიტიურ და თავგადასავლების მოყვარულ ნიშნად ითვლება, თუმცა თუ მას არ ეთანხმებით, ამას ადვილად ვერ გადაიტანს და იქამდე არ დანებდება, ვიდრე საკუთარ აზრს თავს არ მოგახვევთ. მშვილდოსანს სურს, დაამტკიცოს, რომ მისი მოსაზრება ყველაზე ნამდვილი და მართალია, ამიტომ ამის გამო შეიძლება ადამიანებთან კონფლიქტი მოუვიდეს.
წყარო: Best Life
ფოტო: Shutterstock
კომენტარები