მშვილდოსანი ცნობილია თავგადასავლების მოყვარული ბუნებით და მოულოდნელობებისადმი გატაცებით. მისი ცხოვრების მთავარი დევიზია “დაიჭირე წამი”. მისთვის ყოველი დღე ახალი შანსი და გამოწვევაა, ამიტომ წინასწარ არ ფიქრობს, არ გეგმავს. ურჩევნია, ცხოვრების სიურპრიზებს იმედით და მომავლის რწმენით შეეგებოს.
ზოდიაქოს პირველი ნიშანი ძალიან მოუთმენელი და ფიცხია. ვერძს არ შეუძლია ლოდინი, ამიტომ ურჩევნია სპონტანური გადაწყვეტილებები მიიღოს. იგი რისკიანია, ბედისწერასთან ბრძოლის არ ეშინია. სწრაფად ირჩევს გზას და ნებისმიერი გამოწვევისთვის მზადაა.
მერწყულს ყველაზე მეტად სძულს რუტინა და წინასწარი გეგმები. დილით შეიძლება გაიღვიძოს და სხვა ქვეყანაში გაფრინდეს ან ახალ სასწავლო კურსებზე ჩაეწეროს. იგი თავის შინაგან ხმას უსმენს და მას მიჰყვება. გადაწყვეტილებებს სურვილების შესაბამისად იღებს. იგი ყოველთვის ცდილობს გააფერადოს საკუთარი ცხოვრება
წყარო: Best Life
ფოტო: Istock
კომენტარები