კურო მიწის სტიქიის წარმომადგენელია, შესაბამისად, სამყაროში ფეხი მყარად უდგას. იგი კომფორტის და სტაბილურობის მოყვარულია. სურს, სამომავლო გარანტიები შეიქმნას, ამიტომ სენტიმენტებს და ემოციებს მისი მართვის საშუალებას არ აძლევს. ცხოვრებას პრაქტიკულად უყურებს და გადაწყვეტილებებსაც ასე იღებს.
თხის რქას ლიდერობა და პასუხისმგებლობის საკუთარი თავზე აღება მოსწონს, ამას კი სწრაფი და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმის გარეშე ვერ მოახერხებს. მას ძალიან ძლიერი სამუშაო ეთიკა აქვს და მუდამ ხარისხზეა ორიენტირებული.
მორიელს კულისებს მიღმა მუშაობა და დიდი შედეგების მიღწევა მოსწონს. მისი წრე ლიმიტირებულია, მხოლოდ იმ ადამიანებს უკავშირდება, ვისაც ენდობა. მიუხედავად იმისა, რომ წყლის ნიშანია და ძალიან ემოციურია, საქმეს ყოველთვის პრაქტიკულად უყურებს და ისე მოქმედებს.
წყარო: Best Life
ფოტო:
კომენტარები