დასავლური თანამეგობრობა მთლიანად დისტანცირდა რუსეთისგან და ახლა რუსეთთან ურთიერთქმედების გაზრდის დრო არ არის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თუკი რუსეთთან ფრენები დაიწყება, ეს დასავლეთის მზარდი შეშფოთების საგანი იქნება.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ვითარების მონიტორინგი გაგრძელდება და დამატებით ნაბიჯებს აშშ საჭიროების მიხედვით გადადგამს.
“ამაზე უკვე ვისაუბრე. საქართველოსა და რუსეთს შროის პირდაპირი ფრენები თუ დაიწყება, ეს არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ დანარჩენი დასავლური ქვეყნებისთვის იქნება მზარდი შეშფოთების საგანი, ისევე როგორც კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში მუშაობენ, თუ ისინი იმ თვითმფრინავებს ემსახურებიან, რომლებიც საიმპორტო და საექსპორტო [სანქციების] ქვეშ არიან.
დასავლური თანამეგობრობა მთლიანად დისტანცირდა რუსეთის ფედერაციისგან და გვჯერა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთქმედების გაზრდის დროა არ არის…ჩვენ ძალიან მკაფიონი ვიყავით ჩვენი შეშფოთების შესახებ ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან მკაფიონი ვიყავით იმის შესახებ, რომ ჩვენ ასევე გადავდგით ნაბიჯები, რომ რუსულ თვითმფრინავებს ჩვენს საჰაერო სივრცეში შესვლა შევუზღუდეთ, ისევე როგორც ბევრმა სხვა დასავლურმა ქვეყანამ.
ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს და დამატებით ნაბიჯებს საჭიროების მიხედვით გადავდგამთ,” – განაცხადა პატელმა.
კომენტარები