თან ცეცხლის ნიშანია, თან ზოდიაქოს პირველი ნიშანი, ამიტომ მას სიტუაციის კონტროლის და დომინირების მძაფრი სურვილი აქვს ნებისმიერ სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, იგი ეგოისტია, მხოლოდ მაშინ უსმენს ადამიანებს, თუ ისინი მიზნების მიღწევაში და სასურველის მიღებაში ეხმარებიან. საკუთარი თავის გარდა ვერაფერს ამჩნევს.
კურო ზოდიაქოს ყველაზე ჯიუტი ნიშანია. იგი მიწის სტიქიას ეკუთვნის, ფეხი მყარად უდგას, თუმცა სწორედ ამის გამოა, რომ ზოგჯერ მაღლა ან გვერდით გახედვა ავიწყდება. საკუთარ პრობლემებშია გართულია, შესაძლოა, ხშირად უხეში და უსიამოვნო იყოს, თუმცა ამას ვერ ამჩნევს.
თევზები ძალიან სენსიტიური ნიშანია. ზოგჯერ იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიცვას, ურჩევნია ეგოისტი და უდარდელი ადამიანის როლი მოირგოს. მას მოსწონს, როცა საკუთარ სამყაროში რჩება, რადგან იქ თავს უსაფრთხოდ გრძნობს. თევზები ხანდახან ძალიან გადაჭარბებულად ოცნებობს, რის გამოც რეალობის შეგრძნებას და ადამიანებთან კონტაქტს კარგავს.
წყარო: Best Life
ფოტო: Shutterstock
კომენტარები