NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ბუნდესტაგში აცხადებენ, რომ უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების გზა უნდა გაუხსნან

ბუნდესტაგში აცხადებენ, რომ უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების გზა უნდა გაუხსნან

13 მაი 2023 მსოფლიო 203 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი მიიჩნევს, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე მკაფიო სიგნალი უნდა გაიგზავნოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება უკრაინის გზა უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიებისკენ, ნატო-ში გაწევრიანების მიზნით.

„ივლისში, ნატო-ს ვილნიუსის სამიტისგან უნდა გაიგზავნოს მკაფიო სიგნალი იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს უკრაინის გზა სანდო უსაფრთხოების გარანტიებისკენ ნატო-ში გაწევრიანების მიზნით“, – აღნიშნა გერმანელმა კანონმდებელმა.

მისი თქმით, ალიანსის მიზანი უნდა იყოს ის, რომ რუსეთმა ვეღარასდროს შეუქმნას საფრთხე უკრაინის უსაფრთხოებას.

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ რუსეთმა ვეღარასდროს შეუქმნას საფრთხე ან კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენოს უკრაინის უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნა მიხაელ როთმა.

შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება.

მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, 14 მაისს გერმანიას ეწვიოს.

კომენტარები

TOP ბუნდესტაგი ნატო უკრაინა 2023-05-13
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბუნდესტაგი ნატო უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იაგო ხვიჩია: პუტინის გადაწყვეტილება ვერ მიაყენებს ჩრდილს ჩვენს კავშირს დასავლეთთან, ჩვენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მიაყენოს

შემდეგი სტატია

თეა წულუკიანი: ამდენი წლის შემდეგ ნიკა მელიას ეყო ვაჟკაცობა და სიმართლე თქვა

მსგავსი სტატიები

ზელენოდოლსკის დასახლებაში რუსი სამხედროების მიერ გახსნილ ცეცხლს 9 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზელენოდოლსკის დასახლებაში რუსი სამხედროების მიერ გახსნილ ცეცხლს 9 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნინო ჩხეიძე 03 სექ 2022
“ის დედოფლის მინი-ასლია”

“ის დედოფლის მინი-ასლია”

09 იან 2018
უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი მოადგილე ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ

უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი მოადგილე ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ

ნინო ჩხეიძე 18 იან 2023

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge