პირველ რიგში, შეწყვიტეთ საკუთარ თავთან ნეგატიურად საუბარი და საკუთარი გარეგნობის, ნიჭის, შესაძლებლობების და უნარების დაკნინება, პირდაპირი თუ ირიბი ფორმით. შესაძლოა, ეს ფრაზა ძველმოდურად ჟღერს, თუმცა, თუ თავად არ შეიყვარებთ საკუთარ თავს, მაშინ ვერც სხვა შეგიყვარებთ გულწრფელად.
ხშირად გაუმეორეთ საკუთარ თავს, რომ გიყვართ და მას პატივს სცემთ. თუ ამ სიტყვების სხვისთვის თქმა შეიძლება, რატომ არ უნდა უთხრათ ეს საკუთარ თავს?
იმისათვის, რომ საკუთარ ემოციებში, გრძნობებში კარგად გაერკვეთ, შეგიძლიათ აწარმოოთ ჟურნალი და ჩაინიშნოთ თქვენი ყოველდღიური ამბები. ყურადღება გაამახვილეთ პატარ-პატარა მიღწევებზე და გამარჯვებებზე. გაიხსენეთ ყველაფერი, რაც ოდესღაც ძალიან გინდოდათ და მიზანს მიაღწიეთ.
სოციალური მედია ადამიანის თვითშეფასებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ამიტომ ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროთ ეკრანთან და ნაცვლად ამისა წიგნების კითხვით, ფილმების ყურებით, მუსიკის მოსმენით, ვარჯიშით და გარეთ სეირნობით დაკავდეთ.
წყარო: Best Life ფოტო: Istock
კომენტარები