პრინცესა გრეისის ხსოვნა წლევანდელ მეტ გალაზე ორმაგად იგრძნობოდა, რადგან მისი შვილიშვილი შარლოტა წითელ ხალიჩას, ხოლო მისი სამეფო ყელსაბამი ელ ფენინგის ჩაცმულობას ამშვენებდა.
ორშაბათს ნიუ-იორკში ყოველწლიური კოსტიუმირებული წვეულება გაიმართა, რომელიც მოდის სამყაროში მთავარი მოვლენაა. შარლოტას Chanel-ის შავი მაქმანებიანი კაბა ეცვა. იგი ბრენდის ამბასადორი არასდროს ყოფილა, თუმცა თავად კარლ ლაგერფელდთან საკმაოდ ახლო მეგობრობა აკავშირებდა.
რაც შეეხება ელ ფენინგს, მას ის ყელსაბამი ეკეთა, რომელიც გრეის კელის 1961 წელს თეთრ სახლში ვიზიტის დროს ამშვენებდა. მაშინ მონაკოს პრინცესა პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის და მის მეუღლეს ჟაკლინ კენედის შეხვდა, ოფიციალური ვიზიტით.
წყარო/ფოტო: People
კომენტარები