NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სალომე სამადაშვილი: იმედია, სტრასბურგში ვიზიტი შედგება და მის განხორციელებამდე პრეზიდენტი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც მისცემს შესაძლებლობას, ევროპარლამენტს ისტორიული სიტყვით მიმართოს

სალომე სამადაშვილი: იმედია, სტრასბურგში ვიზიტი შედგება და მის განხორციელებამდე პრეზიდენტი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც მისცემს შესაძლებლობას, ევროპარლამენტს ისტორიული სიტყვით მიმართოს

18 აპრ 2023 პოლიტიკა 168 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იმედია, სტრასბურგში ვიზიტი შედგება და მის განხორციელებამდე პრეზიდენტი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც მისცემს შესაძლებლობას, რომ ევროპარლამენტს მიმართოს ისტორიული სიტყვით, რომელიც შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე,- ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის გადადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, მაგრამ ელოდება შესაბამის ნაბიჯებს, მათ შორის, პრეზიდენტისგან და ამის თაობაზე ნათლად ჩანს მიღებულ რეზოლუციებში.

„დღეს შეიძლებოდა ძალიან მნიშვნელოვანი დღე ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის. 2010 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ მიუმართავს ევროპარლამენტის პლენარული სხდომისთვის. დღეს, როცა ევროკავშირი ემზადება ისტორიული გადაწყვეტილების მისაღებად ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის გამოსვლა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ევროპარლამენტის პოზიცია, მათ მიღებული აქვთ არაერთხელ რეზოლუცია: გვარამიას დაკავების შემდეგ – მედიის მხარდამჭერი, ასევე სხვადასხვა შეფასებები, სადაც ნათელია, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, მაგრამ ელოდება შესაბამის ნაბიჯებს, მე ვფიქრობ, მათ შორის, პრეზიდენტისგან. მე არ ვიცი პრეზიდენტმა რატომ მიიღო გადაწყვეტილება გაეუქმებინა ეს ვიზიტი თუ გადაედო, მაგრამ შემიძლია გამოვთქვა მხოლოდ იმედი, რომ ეს ვიზიტი არის გადადებული და არა გაუქმებული, რომ ეს ვიზიტი შედგება და მის განხორციელებამდე პრეზიდენტი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც მისცემს მას შესაძლებლობას, რომ ევროპარლამენტს მიმართოს ისტორიულო სიტყვით, რომელიც შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე,”- განაცხადა სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მთავრობისგან თანხმობის ხელოვნურად გაჭიანურების გამო გადაიდო. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, ინფორმაცია რომ ხელოვნურად გააჭიანურეს თანხმობის მიცემის პროცესი, სინამდვილეს არ შეესაბამება. მათივე ცნობით, ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდა 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.

კომენტარები

TOP სალომე სამადაშვილი სტრასბურგი 2023-04-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP სალომე სამადაშვილი სტრასბურგი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პაატა მანჯგალაძე: „კლანმა“ მოსამართლეებს აშშ-ში წასვლა აუკრძალა და საგამოძიებო კომისიაზე მოვლენ?

შემდეგი სტატია

ოლექსი დანილოვი: უკრაინა კონტრშეტევას მაშინ დაიწყებს, როცა მზად იქნება

მსგავსი სტატიები

მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას გამოკითხულთა 31% ეწინააღმდეგება – Ipsos

მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას გამოკითხულთა 31% ეწინააღმდეგება – Ipsos

ირაკლი შალიკაშვილი 17 მაი 2019
კახა კალაძე: ბიუჯეტიდან თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც სააკაშვილის პირობებში …

კახა კალაძე: ბიუჯეტიდან თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც სააკაშვილის პირობებში …

ნინო ჩხეიძე 10 სექ 2023
იმედი მაქვს და საფუძვლიანი მოლოდინიც, რომ უახლოეს მომავალში არაერთი პარტია პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება

იმედი მაქვს და საფუძვლიანი მოლოდინიც, რომ უახლოეს მომავალში არაერთი პარტია პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება

ირაკლი შალიკაშვილი 16 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

  • შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

    შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

  • ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

    ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

  • შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

    შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

  • სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

    სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

  • გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

    გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

  • მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

    მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

  • ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

    ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

  • რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

    რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

  • რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

    რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge