NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს: ჩემი თხოვნაა, „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტზე შეიმუშავოთ დაჩქარებული მოსაზრება

შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს: ჩემი თხოვნაა, „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტზე შეიმუშავოთ დაჩქარებული მოსაზრება

14 აპრ 2023 პოლიტიკა 205 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ ბაზი მალორს წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ ვენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დაჩქარებული მოსაზრება შეიმუშაოს.

„თქვენო აღმატებულებავ,

გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი მეორე მოსმენით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განიხილა.

ასევე, გწერთ, რომ გთხოვოთ ვენეციის კომისიის დაჩქარებული მოსაზრება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თან ერთვის ამ წერილს.

მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება, ასევე, გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება.

აქედან გამომდინარე, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი თხოვნაა, შეიმუშავოთ დაჩქარებული მოსაზრება ზემოაღნიშნული კანონპროექტის თაობაზე.

გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები

TOP ვენეციის კომისია შალვა პაპუაშვილი 2023-04-14
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვენეციის კომისია შალვა პაპუაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პეტერ ფიშერი: ცნობები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შემაშფოთებელია, ის ადამიანი, ამავე დროს ყოფილი პრეზიდენტია – მოგვმართონ თუ რაიმე სახით შეგვიძლია დახმარება, ჩვენ გვსურს დახმარება!

შემდეგი სტატია

ვნების კვირა – დიდი პარასკევი იესო ქრისტეს ჯვარცმის დღე

მსგავსი სტატიები

რომან გოცირიძე ნიკა მელიას: თუ მიშას დახსნა პარლამენტის დატოვებაზეა დამოკიდებული, რა გვინდოდა ამდენ ხანს პარლამენტში?

რომან გოცირიძე ნიკა მელიას: თუ მიშას დახსნა პარლამენტის დატოვებაზეა დამოკიდებული, რა გვინდოდა ამდენ ხანს პარლამენტში?

ნინო ჩხეიძე 14 დეკ 2022
მესამე პრეზიდენმტა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ციხიდან წერილით მიმართა

მესამე პრეზიდენმტა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ციხიდან წერილით მიმართა

ნინო ჩხეიძე 23 ოქტ 2021
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს

02 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

  • შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

    შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

  • ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

    ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

  • შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

    შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

  • სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

    სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

  • გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

    გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

  • მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

    მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

  • ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

    ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

  • რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

    რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

  • რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

    რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge