NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

01 აპრ 2023 პოლიტიკა 186 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

– ბატონო ალექსანდრე, როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლის ფარგლებში პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლია საკმაოდ კრიტიკული და მწვავე იყო.

აშკარად არ გამართლდა მმართველი გუნდის მოლოდინი, რომ პრეზიდენტის განცხადებები „ნაკლები დოზით გაუგებარი“ იქნებოდა.

ფაქტია, რომ პრეზიდენტის განცხადებები არა თუ გაუგებარი, საკმაოდ გასაგები და მკაფიო იყო ისეთ თემებზე, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და დღეს ამ მიმართულებით საკეთებელ საქმეს ეხება.

პრეზიდენტმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას მოუწოდა შეეცადონ „მთავარ გამოწვებზე“ შეთანხმდნენ“ და ერთობლივად იმუშაონ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად.

თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს და მათზე მმართველი გუნდის რეაქციებს?

– მოდით, ჯერ იმაზე ვილაპარაკოთ, რაც პრეზიდენტის გამოსვლაში, ასე ვთქვათ, „პწკარებს შორის“ ამოვიკითხე. დავიწყოთ ზოგადით.

ძალიან ბევრი ხელისუფლების კრიტიკოსი ჩვენ მმართველ ძალას პრორუსულ მენტალიტეტში ადანაშაულებს. ეს ესე არ არის, საქმე გაცილებით უფრო რთულადაა.

ჩვენი მმართველი ელიტა ადამიანის ძირძველ უფლებას – ნების თავისუფლებას დაემუქრა. წმინდა ავგუსტინედან მოყოლებული ნების თავისუფლებაზე მრავალი ასეული თეოლოგიური თუ თეოსოფიური ტრაქტატია დაწერილი, მაგრამ მე ძალიან მომწონს მე-19 საუკუნის დანიელი თეოლოგისა და ფილოსოფოსის, თანამედროვე ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის სერენ კერკეგორის გამონათქვამი, რომელიც თვლიდა, რომ ნების თავისუფლება ღმერთის მიერ ადამიანისთვის ნაბოძი ყველაზე დიდი საჩუქარია, საჩუქარი, რომელიც სარწმუნოებაზე მაღლა დგას.

მართლაც, რწმენა ნებაყოფლობითი აქტია და თქვენი ნებაა გწამთ თუა არა ღმერთის, თქვენი ნებაა, რომელ რელიგიას აირჩევთ, კონფუციანობას, ბუდიზმს, ისლამს თუ ქრისტიანობას, თანაც თქვენთვის სასურველ კონფესიას. თქვენი ნებაა, მიყვებით დემოკრატიულ თუ ეტატისტურ პოლიტიკურ დოქტრინას, თქვენი ნებაა, გიყვართ თუ არა მმართველი პოლიტიკური ძალა.

აი, ზუსტად ნებისა და არჩევანის თავისუფლებას ებრძვიან „ქართული ოცნების“, მაპატიეთ, მაგრამ ინფანტილური ლიდერები, რომლებიც თვლიან, რომ „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“.

პოლიტიკურ სპექტრს ისინი განზრახ ამარტივებენ, ხედავენ მხოლოდ თეთრსა და შავს, ვერ ამჩნევენ პოლიტიკურ თუ ინტელექტუალურ ნიუანსებს, ადამიანების განსაკუთრებულობასა და თვითმყოფადობას. პარადოქსია, მაგრამ ზუსტად იმ პოლიტიკას ატარებენ, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის ბაირაღმა მათ არჩევნებში გამარჯვება მოუტანა.

ეს არ არის რუსული მენტალიტეტი, ეს ავტოკრატიული მენტალიტეტია, რომელიც უმალვე შეიცვლის ფერს, როგორც კი ამის პრაგმატული საჭიროება დადგება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთ დოქტრინას სტრატეგიული მომავალი არ გააჩნია.

აი, ამიტომ, ვინც კი „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, ის „ხალხის მტერია“, ამიტომ ჩვენი პრეზიდენტი თურმე „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი ყოფილა. აი, ამიტომ მოღალატეებს კრიტიკულად განწყობილ სტუდენტურ ახალგაზრდობაში ეძებენ, რომელთა სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი, თურმე, კი არ აძლიერებს დემოკრატიას, არამედ, მმართველთა აზრით, ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას.

მე სულაც არ მინდა ვთქვა, რომ ჩვენთან რეალური თუ პოტენციური მოღალატეები არ არიან. ისინი საუბედუროდ უხვადაა განთესილი, მათ შორის მმართველი თუ ოპოზიციური პარტიების რიგებში. მაგრამ სხვაგან ეძებეთ ისინი, ბატონებო, დააკვირდით ადამიანთა ზნეობას.

ვრცლად

კომენტარები

TOP ალექსანდრე თვალჭრელიძე სალომე ზურაბიშვილი 2023-04-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ალექსანდრე თვალჭრელიძე სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

შემდეგი სტატია

მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

ლიეტუვამ მიიღო გადაწყვეტილება – სრულად გააუქმოს რუსეთიდან გაზის იმპორტი

ლიეტუვამ მიიღო გადაწყვეტილება – სრულად გააუქმოს რუსეთიდან გაზის იმპორტი

ნინო ჩხეიძე 02 აპრ 2022
ზურაბ ჯაფარიძე: ადამიანებს უნდა დავაჯეროთ, რომ ვერავინ ვეღარ ჩაიგდებს ხელში ერთპიროვნულ ძალაუფლებას

ზურაბ ჯაფარიძე: ადამიანებს უნდა დავაჯეროთ, რომ ვერავინ ვეღარ ჩაიგდებს ხელში ერთპიროვნულ ძალაუფლებას

ნინო ჩხეიძე 12 ოქტ 2022
ბექა დავითულიანი: „დიღმის ტყე-პარკთან მიმართებაში მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობს“

ბექა დავითულიანი: „დიღმის ტყე-პარკთან მიმართებაში მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობს“

14 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge