„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისის დაკავების საკითხს გამოეხმაურა.
როგორ გიგა ბოკერიამ აღნიშნა, დაკავებული ივანიშვილის რეჟიმმა იმ პროპაგანდით, რაც აწარმოვა, თვითონ აქცია სიმბოლოდ, იმის მიუხედავად თუ რა კონკრეტულ მტკიცებულებები იქნება გასაჯაროებული ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.
„ის, რაც უკვე ვიცით კობახიძის ამაზრზენი განცხადებიდან, მათი პროპაგანდიდან და იქიდან, თუ რა ნიშნით შეარჩიეს ეს ახალგაზრდა ადამიანი, ეს უკვე ამ რეჟიმის ბოროტების სიმბოლოა. მხოლოდ ამიტომაც კი უკვე ამ ბიჭის ბედი იქცა პრინციპულ საკითხად ჩვენი საზოგადოებისთვის“, – აცხადებს ბოკერია.
ცნობისთვის, 7-9 მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.
კომენტარები